Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დააფასე, ოქროს ბიჭი გყავს!“ – ქეთევან ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას უთბილესი ფოტო

© Photo: Ketevan Khatiashvili / FBქეთევან ხატიაშვილი
ქეთევან ხატიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველას აინტერესებს, თუ როგორ დაიწყო მორაგბისა და ტანმოვარჯიშის სიყვარულის ისტორია, მაგრამ ტანწერწეტა ქეთი და დაკუნთული დავითი დუმილის დარღვევას არ აპირებენ. ქეთევან ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას  ზოგჯერ სექსუალური, უფრო ხშირად კი თბილი ფოტოები ბევრ ადამიანს მოსწონს.

დავით კაჭარავასთვის, ისევე, როგორც ქეთისთვის ეს პირველი ურთიერთობა არ არის. მორაგბეს პირველი ქორწინებიდან პატარა ვაჟი – ნიკოლოზი ჰყავს. დავითი ნიკოლოზს და ქეთის შვილს თანაბრად უვლის და ანებივრებს. ქეთის კი პირველი ხანგრძლივი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს. როგორც ყოველთვის, გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვნებათაღელვა მდედრობითი სქესისგან უფრო იგრძნობა, რადგან სპორტსმენს ფოტოში ნავარჯიშები მხარბეჭი უჩანს. სურათს 3000-ზე მეტი მოწონება აქვს.

აღმოჩნდა, რომ ქეთი ქართული რაგბის დიდი ქომაგია. დავით კაჭარავას საზღვარგარეთ თამაშებზე მიჰყვება და მისი ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარია. ამჟამადაც ბევრისათვის საყვარელი წყვილი იაპონიაში იმყოფებოდა. აქ დავით კაჭარავა სხვა ქართველ მორაგბეებთან ერთად მსოფლიო თასზე თამაშობს. ქეთიმ და დავითმა სტადიონზე გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში განათავსეს.

ქეთევან ხატიაშვილი საზოგადოებამ პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გაიცნო. კასტინგისთვის მისმა გადაღებულმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა და უცნობი ტანმოვარჯიშე მე-13 კონკურსანტი გახდა. რამდენიმე დღეში ქეთი მთელმა თბილისმა გაიცნო.

მაშინ, 2013 წელს მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვალვებში“ ახალი წესი შემოიტანეს. პროექტში საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება. ქეთიმ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ მუსიკაზე ვიდეორგოლი გადაიღო, საიტზე ატვირთა და 4 ათასზე მეტი ხმით ლიდერი გახდა. აქედან დაიწყო ქეთევან ხატიაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება. პროექტის დასასრული, მოგების მიუხედავად, მისთვის დრამატული აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ქეთევან ხატიაშვილის ოჯახის დანგრევა.

ყველა ახალი ამბავი
0