Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რომელია დედა?!“ – ნანიკო ხაზარაძე ქალიშვილთან ერთად მხიარულად ცეკვავს – ვიდეო

© courtesy of Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველასათვის ცნობილი და პოზიტიური ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში ქალიშვილთან ერთად გადაღებულ მხიარულ ვიდეოს აქვეყნებს. ნახეთ, რამ ჩააგდო ჟურნალისტის თაყვანისმცემლები გაურკვევლობაში.

ცნობილ ტელეწამყვანს ნანიკო ხაზარაძეს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს. ლილუ ნუცუბიძე 16 წლის არის. ნანიკო ხაზარაძემ ლილუ დამოუკიდებლად აღზარდა. მისი თქმით, ლილუს ბავშვობიდან ზრდასრულ ადამიანად აღიქვამდა და „მასთან ერთად გაიზარდა“. სხვადასხვა გადაცემებში ნანიკო ჰყვება, რომ ლილუს უპრობლემო გარდატეხის ასაკი აქვს. სწორედ ეს გარემოებები დედა-შვილს ხელს უწყობს და მათ შეუდარებელი ურთიერთობა აქვთ. სოციალურ ქსელსა და ტელეეკრანებზე აქტიური ნანიკო ხაზარაძე საკუთარ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ მისი დაოჯახების შესახებ საზოგადოებამ სულ ცოტა ხნის წინ Facebook-ით გაიგო.

ნანიკო ხაზარაძეს და მის ახალ პარტნიორს ნამდვილად თინეიჯერული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ამას მათი მეგობრებიც აღნიშნავენ. ნანიკო დადებით ვიდეოებს არა მხოლოდ ქალიშვილთან, არამედ ლევან მათითაშვილთან ერთად აქვეყნებს. ახლა წყვილს რადიო „იმედის“ პირდაპირ ეთერში ახალი გადაცემა მიჰყავს. ნანიკო და ლევანი პირად ურთიერობას 5 წლის მანძილზე მალავდნენ.

ნანიკო ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ დიდი აურზაური გამოიწვია. გაუგებრობა, მისი და ქალიშვილის ერთნაირმა აღნაგობამ და გარეგნობამ გამოიწვია. ლილუ და ნანიკო დებს უფრო ჰგვანან, ვიდრე დედა-შვილს. 46 წლის ტელეწამყვანს საკუთარი ასაკი არ მოსწონს, მაგრამ, მისი თქმით, უყვარს, როდესაც მის ზუსტ წლოვანებას ვერ ასახელებენ. ნანიკოს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე დედა-შვილი აპლიკაცია „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოხდენილად ცეკვავს. ვიდეოს რამდენიმე საათში 1800-მდე ნახვა დაუგროვდა. „რა საყვარლები ხართ! ლილუ ულამაზესია, სიმაღლეშიც გაგასწრო...“; „რა საყვარლები და სასაცილოები ხართ“; „მიყვარხართ, სუპერ დედა-შვილი!“ – ეხმაურებიან საზოგადებისთვის ცნობილი და უცნობი სახეები.

ყველა ახალი ამბავი
0