Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბედნიერი ქორწინება...“ – ბერამ მეუღლეს ახალი სიმღერა მიუძღვნა – ვიდეო

© Instagram / beraofficialბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე 2018 წლის სექტემბერში დაოჯახდნენ. ჯვრისწერა სვეტიცხოველში გამართეს და გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადეს.

კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება.

ცოტა ხნის წინ ბერამ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც, ისევ და ისევ, მის მეუღლეს და მათ ბედნიერ ქორწინებას ეძღვნება.

საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ. სოციალურ ქსელში ცოლ-ქმარი დიდი აქტიურობითა და პოპულარობით გამოირჩევა. „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ირიცხება. „ქართული ოცნების“ ლიდერს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.

ახალბედა ოჯახში უმცროსი ივანიშვილი დეკემბრის თვეში დაიბადება. ბერას თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ შვილს ის მამის სახელს დაარქმევს. თუმცა, ეს ვარაუდად რჩება. ნანუკას უახლესმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ბერას გვერდზე ატვირთულ მათ საერთო ფოტოს 80 ათასამდე მოწონება აქვს. ნანუკას ფეხმძიმობა ძალიან უხდება და ამას თაყვანისმცემლებიც აღნიშნავენ.

ყველა ახალი ამბავი
0