Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სიკვდილი მინდოდა, მეთქი, ჩამოვარდეს ეს თვითმფრინავი“– რამ აატირა მომღერალი ინტერვიუს დროს

© Photo: Lela Tsurtsumia / FBლელა წურწუმია
ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელა წურწუმია პროფესიის გამო ცხოვრებაში გადატანილ დიდ ტკივილს იხსენებს.

4 ოქტომბერს ლელა წურწუმიას საიუბილეო კონცერტი გაიმართა, რომელიც მის 50 წლის იუბილეს და სცენაზე დგომის 45 წელს მიეძღვნა. კონცერტის წინ მომღერალმა წინასაკონცერტო განწყობასთან დაკავშირებით „მთავარ არხს“ მისცა ინტერვიუ და აღნიშნა, რომ 5 წლიდან მღერის და პროფესიის გამო ძალიან ბევრი რამის დათმობა მოუწია.

ლელა წურწუმია თავის ცხოვრებაში გადატანილ ყველაზე დიდ ტკივილს იხსენებს და ამბობს, რომ ეს ტკივილი სწორედ თავის პროფესიას უკავშირდება. მომღერლის თქმით, ბევრი გასტროლი ჰქონდა და ისე მოხდა, რომ მამა რაღაც პერიოდი ვერ ნახა; იმ დროს ბაქოში მიფრინავდა და უთხრა, რომ წასვლის წინ ნახავდა.

ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო
„იშვიათად ნახავ ასეთ ბავშვს“ – რას წერენ ლელა წურწუმიას თაყვანისმცემლები მის ქალიშვილზე

„მოხდა ისე, რომ ვერ გავედი. მამა კი მთელი დღე ქუჩაში იდგა და მელოდებოდა. მეორე დღეს მამა გარდაიცვალა, ვერ ვნახე... დღემდე ვერ ვპატიობ ამას ჩემ თავს. ჩემმა დამ რომ მითხრა, მთელი დღე იდგა და გელოდებოდაო, სიკვდილი მინდოდა. რომ მოვფრინავდი, მეთქი, ჩამოვარდეს ეს თვითმფრინავი. ძალიან რთულია, არ მინდა ისეთ კომპრომისებზე წასვლა, რაც ამხელა ტკივილს მოგაყენებს“, – ამბობს ლელა წურწუმია.

ლელა წურწუმია ქართველი პოპ-მომღერალია, რომელმაც პირველმა შესთავაზა ერთგულ მსმენელს კონცერტი სანახაობრივი ეფექტებით. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 მუსიკალური ვიდეო. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად დასახელდა.

ყველა ახალი ამბავი
0