Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კონსტანტინ მელაძე მეუღლეს „ვიაგრას“ სოლისტთან ღალატობს? – ბრეჟნევას პირველი კომენტარი

© photo: Sputnik / Natalia Seleverstova / გადასვლა მედიაბანკშივერა ბრეჟნევა და კონსტანტინ მელაძე
ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფ ВИА Гра-ს ყოფილი ვოკალისტი ვერა ბრეჟნევა პროდიუსერ კონსტანტინ მელაძეს 2015 წლის ზაფხულში გაჰყვა ცოლად.

ცნობილი მომღერალი ვერა ბრეჟნევა და პროდიუსერი კონტანტინე მელაძე ახალ სკანდალში ეხვევიან. რუსულ მასმედიაში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ვერას მეუღლე „ვიაგრას“ სოლისტ ერიკა ჰერცეგთან ღალატობს.

ამბობენ, რომ მელაძე ჩუმად ხვდება თავის ახალ მიმზიდველ საყვარელს, ამ ფაქტის ოფიციალური დასტური ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, როგორც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.

ვერა ბრეჟნევა ჭორებს Instagram-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ყველაფერი სისულელეა.

როგორც ჭორების ავტორები ამბობენ, იმას, რომ ეს ამბავი მართალია, მოწმობს ისიც, რომ ბოლო ერთი თვეა ვერა ბრეჟნევა Instagram-დან შლის ყველა იმ ფოტოს, რომელიც ქმართან ერთად არის გადაღებული, რადგან, დიდი ალბათობით, მის ყურამდე უკვე მივიდა ამბავი ქმრის ღალატის შესახებ.

ჯგუფ ВИА Гра-ს ყოფილი ვოკალისტი ვერა ბრეჟნევა პროდიუსერ კონსტანტინ მელაძეს 2015 წლის ზაფხულში გაჰყვა ცოლად. მათ იტალიაში ფარულად დაიწერეს ჯვარი. ირკვევა, რომ წყვილმა ერთმანეთი წლების წინ სწორედ აქ გაიცნო. ვერას გამო მელაძე ცოლს დაშორდა, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0