თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატსა და მის ორ კლიენტს გირაო შეუფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაცვის მხარე პროკურორის აცილებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი და მისი ორი კლიენტი – დედა და ქალიშვილი, რომლებსაც ცრუ დასმენაში ედებათ ბრალი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროკურორი თითოეული მათგანისთვის 3 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ თანხის 1 ათას ლარამდე შემცირება გადაწყვიტა.

Главная прокуратура Грузии - Sputnik საქართველო
ოჯახური გარჩევა ადვოკატისთვის სისხლის სამართლებრივი დევნით დასრულდა

ოტიაშვილისა და მისი კლიენტების ინტერესებს 16 ადვოკატი იცავს. მათ პროკურორის აცილება მოითხოვეს, მაგრამ აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

ოტიაშვილის დაკავების შესახებ ცნობილი სამშაბათს გახდა.

გამოძიების მონაცემებით, ოტიაშვილი იყო საქართველოს მოქალაქე ქალისა და მისი ქალიშვილის ადვოკატი ამ ქალის ვაჟის წინააღმდეგ საქმეში. დავის საგანი სასტუმრო იყო. დედამ ვაჟი შემაკავებელი ორდერის დარღვევაში დაადანაშაულა. ადვოკატმა კლიენტისა და მისი ქალიშვილის სიტყვები დაადასტურა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოტიაშვილსა და მის ორ კლიენტს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ყველა ახალი ამბავი
0