თბილისში ტაქსი ძვირდება? – კალაძე მოსახლეობას მიმართავს

გამოწერა
თბილისის მოსახლეობა ტაქსით მომსახურების საფასურის გაძვირებით უკმაყოფილოა.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ტაქსით მომსახურება ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის გამო არ გაძვირდება.

ტაქსის გაჩერება - Sputnik საქართველო
ხელისუფლება ტაქსის მძღოლებს ჯარიმების განულებას ჰპირდება

1 ოქტომბრიდან თბილისში ყველა ტაქსის მძღოლს თან უნდა ჰქონდეს ორიდან ერთ-ერთი კატეგორიის ლიცენზია – А ან В. თითოეული კატეგორიისთვის წესების დაცვას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ტაქსის მძღოლების ნაწილმა მგზავრებისგან ჩვეული საფასურის ნაცვლად უფრო მეტი თანხა მოითხოვა, რამაც მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია.

„ტაქსზე ფასების მატება პირველი დღის ეფექტი იყო. დღეს უკვე ყველაფერი დარეგულირდა... რეფორმა შედგა. ეს არა დასასრული, არამედ რეფორმის დასაწყისია და ის, რაც ჩვენ მოსახლეობას ტრანსპორტის თვალსაზრისით შევთავაზეთ, აუცილებლად გაკეთდება", – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება 1 ოქტომბერს გამოწერილ ჯარიმებს, მერის თქმით, ისინი ამნისტირებული იქნება. უკვე ცნობილია, რომ პარლამენტი ინიციატივის განხილვას მომავალ კვირას შეუდგება. საუბარია 700-ზე მეტ ტაქსის მძღოლზე. ჯარიმის მოცულობა 200 ლარია.

ტაქსის რეფორმა

თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ჯარიმას არ უშინდება: „გირჩი“ თბილისში ტაქსის რეფორმას ებრძვის

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე. А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.

ყველა ახალი ამბავი
0