დაპატიმრებულია თუთიყუში – სოციალურ ქსელში საკანში მოთავსებული ფრინველის ფოტო ვრცელდება

CC0 / Pixabay / თუთიყუში
თუთიყუში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუთიყუში პატრონთან ერთად ძარცვის ბრალდებით დააკავეს. განყოფილებაში კი მიხვდნენ, რომ გალია არ ჰქონდათ და ჩიტი საკანში პატრონთან ერთად მოათავსეს.

თბილისი, 1 ოქტომბერი— Sputnik. ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტის პოლიციამ ძარცვაში მონაწილე თუთიყუში დააკავა. ფრინველის ფოტო სამართლდამცველებმა განყოფილების Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნეს.

მათი ინფორმაციით, თუთიყუში პატრონთან ერთად ძარცვის ბრალდებით დააკავეს. განყოფილებაში კი მიხვდნენ, რომ გალია არ ჰქონდათ და ამიტომ ჩიტი საკანში პატრონთან ერთად მოათავსეს.

თუთიყუშს ყველა წესის დაცვით ეპყრობოდნენ. მას წყალი და ბუტერბროდი შესთავაზეს. ჟურნალისტებმა კი, თავის მხრივ, ისტორიის გაშუქებისას თუთიყუშის უფლებების დაცვაზე იზრუნეს და სურათზე ჩიტს თვალები დაუფარეს.

ყველა ახალი ამბავი
0