Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მოდელი არ არის“ – ვინ არის სომეხი გოგონა, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა

© Photo: Armine Harutyunyan / FBარმინე არუთინიანი
არმინე არუთინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წელს მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია 23 წლის სომეხი გოგონა გახდა, რომელმაც Gucci-ს ჩვენებაზე გამოჩენით მილიონობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო.

ირკვევა, რომ 23 წლის სომეხი გოგო, რომლის სურათებმა სოცალური ქსელი მოიცვა, მოდელი არ არის და „გუჩის“ სახეც არ გამხდარა. როგორც გამოცემა FashionHolics Online წერს, არმინე არუთიანი მხატვარია, ხოლო ჩვენების ამგვარ გახსნას სპეციალური დატვირთვა ჰქონდა.

გამოცემის ინფორმაციით, არმინე ცნობილი სომეხი მხატვრის ხაჩატურ აზიზიანის შვილიშვილია და „გუჩის“ ახალ შოუში მონაწილეობდა გახსნით ნაწილში, სადაც ჩვენება დამაწყნარებელი პერანგებით შემოსილებმა გახსნეს, რასაც ერთი გოგონასგან პროტესტიც მოჰყვა.

ხელებზე დაიწერა: მენტალური ჯანმრთელობა არ არის მოდა. ესკალატორზე იდგნენ და თეთრ პერანგებში უმაკიაჟოდ, ვარცხნილობის გარეშე, ფერკმრთალები და ცოტა შემზარავი სახეებით გამოვიდნენ, რაც მძიმე აურის შექმნას ემსახურებოდა. შემდეგ დაიწყო ტიპური შოუ, რომელზეც მოდელები გამოდიან.

„იმ ადამიანებს, რომლებიც შოუს გახსნით ნაწილში მონაწილეობდნენ, პოდიუმზე ქეთვოქიც არ ჰქონიათ, უბრალოდ თეთრი ხალათებით იდგნენ ესკალატორზე, როგორც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებსაც სახეზე იდენტობის გაურკვევლობა და დარღვევები აწერიათ და ასეთი ტიპაჟები უნდოდათ.

ერთი რომ ალესანდრო მიკელეს გუჩი ტოპ-მოდელებზე მორგებული ბრენდი არაა, მეორე, რომ თემა განსაკუთრებით ისეთი ჰქონდა, იქ ადრიანა ლიმა ვერ დადგებოდა. ამ ადამიანებს ეს როლი ჰქონდა გუჩის შოუშიც, რომელიც ფაქტობრივად კარგი სპეკტაკლია ალესანდროს ხელმძღვანელობით“ – წერს FashionHolics Online.

ყველა ახალი ამბავი
0