Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველა საბუთიანი გიჟია, არც მე ვარ გამონაკლისი“ – ნადირაძის სკანდალური განცხადება

© Photo: Nino Nadiradze / FBნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტაბლოიდების ყურადღება რამდენიმე თვეა გუგა და ნინო კუზანოვების ოჯახისკენაა მიმართული. ერთადერთი ქალიშვილის დაოჯახება და მასთან განშორება არც ისე ადვილი აღმოჩნდა გოგონას მშობლებისთვის. ნინო ხმამაღალ და სკანდალურ განცხადებებს თავს არ არიდებს.

ცნობილი კარდიოლოგი და ექიმების რძალი ნინო კუზანოვა სკანდალურ განცხადებებს ხშირად აკეთებს. ბევრი მიიჩნევს, რომ მას ადამიანებისთვის „ჭკუის დარიგება“ უყვარს და ეს კარგად გამოსდის. ამიტომ ნინოს გამოჩენა სატელევიზიო სივრცეში არავის გაუკვირდა. ცნობილია, რომ მისი ოჯახი დიდი პოპულარობით სარგებლობს. სულ ცოტა ხნის წინ ტაბლოიდების ყურადღება გუგას და ნინოს ქალიშვილისკენ იყო მიმართული. მომავალი ექიმი ბაია კუზანოვა რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა.

ცნობილ ქართველ ექიმს ძალიან უყვარს სხვადასხვა თემების საჯაროდ განხილვა და საზოგადოების ყურადღების მიქცევა. სოციალურ ქსელშიც ძალიან აქტიურია, ბევრი აღნიშნავს, რომ მჭერმეტველებით გამოირჩევა. მან Facebook-ზე მორიგი სკანდალური პოსტი დაწერა: „საქართველოში ყველა საბუთიანი გიჟია უკვე, არც მე ვარ გამონაკლისი... ბედნიერი დღე ბედნიერ ერს!“

უცნობია, რატომ მიიჩნევს ყველას საბუთიან გიჟად, მაგრამ მის დაწერილ პოსტს პოზიტიური კომენტარები მოჰყვა. „ნეტავ, შენისთანა საბუთიანი ბევრი გვყავდეს“; „შენ ლამაზი მაინც ხარ!“; „საბუთი არ ვიცი, მაგრამ გასაგიჟებლად გიხდება ეგ კოსტიუმი“ – აფასებენ ცნობილები და ნინოს მეგობრები.

ყველა ახალი ამბავი
0