Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ოთხ ძმას ერთი დაიკო დაამშვენებს“ – კახა კალაძე სიმპათიურ ვაჟებთან ერთად ისვენებს

© Facebook / Kakha Kaladzeანუკი არეშიძე კახა კალაძე
ანუკი არეშიძე კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ულტრამოდური მერი უამრავ ადამიანს მოსწონს. როგორც ამბობენ, სტილს დიზაინერი მეუღლე ანუკი არეშიძე ურჩევს. თუმცა აშკარაა, რომ გამორჩეულ პოლიტიკოსს გემოვნება არც თავად აკლია. კალაძის პირადი ცხოვრებით ჯერ კიდევ მაშინ ინტერესდებოდნენ, როდესაც მომხიბლავი ფეხბურთელი 9 წელი საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი იყო.

საზოგადოებას ანუკი არეშიძის და კახი კალაძის დუეტი განსაკუთრებულად უყვარს. მათ გარშემო სკანდალები არ ვრცელდება. მათ მეგობრული და თბილი ოჯახი აქვთ. ანუკი, საკუთარი საქმიანობის მიუხედავად, ბავშვებს დიდ დროს უთმობს, განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს დედაქალაქის მერიც. სხვადასხვა ინტერვიუებში დიზაინერი ანუკი არეშიძე აღნიშნავს, რომ პატარა ნიკოლამ მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავს, მათ შორის სამი მილანში დაიბადა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლა პარიზის ერთ-ერთ სამშობიაროში 3 კგ წონით დაიბადა. ორ­სუ­ლო­ბის ბოლო დღე­ები თბი­ლი­სის მე­რის მე­უღ­ლემ საფ­რან­გეთ­სა და იტა­ლი­ა­ში გა­ა­ტა­რა, მას­თან ერ­თად იყ­ვნენ მისი და კახა კა­ლა­ძის შვი­ლე­ბი – ლე­ვა­ნი­კო, კახი–უმ­ცრო­სი და პა­ტა­რა ვაჩე. ბიჭები უმცროს ძმას მშობლებთან ერთად უვლიან. ანუკი ერთ-ერთ პოსტში ამბობს, რომ ბიჭებს შორის სიფრთხილითა და განსაკუთრებული მზრუნველობით ყველაზე უფროსი ვაჟი – ლევანი გამოირჩევა.

კახი კალაძე სოციალურ ქსელში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მას 210 ათასი მიმდევარი ჰყავს. ბოლო დროს „ფეისბუქის“ გარდა „ინსტაგრამის“ აქტიური მომხმარებელიც გახდა. შვილების ულამაზესი ფოტოების გარდა, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს „ინსტაგრამის სთორიში“ აქვეყნებს, რითიც კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ თბილისს საკმაოდ თანამედროვე მერი ჰყავს. ვაჟებთან გადაღებული სურათები მნიშვნელოვნად ცვლის კალაძის იმიჯს. მათი ოჯახის მიმართ უამრავი ადამიანი პოზიტიურად განეწყობა და ეს პოლიტიკოსის იმიჯზე დადებითად მოქმედებს. კალაძის მიერ გაზიარებულმა ორმა უახლესმა ფოტომ 18 ათასი მოწონება დაიმსახურა.

ყველა ახალი ამბავი
0