Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„საუკეთესო წყვილი ხართ“ – ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი ერთად გამოჩნდნენ

© courtesy of Lela Tsurtsumiaლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი
ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. თინეიჯერი მათ ურთიერთობას უფრო ამყარებს. მიუხედავად სკანდალებისა, ლელას და მის მეორე ნახევარს თაყვანისმცემლების არმია ჰყავთ.

ლელას და მამულიჩას უამრავი მეგობარი ჰყავთ. ყველამ კარგად იცის, რომ მათი ერთად გამოჩენა პოზიტიურ განწყობას უკავშირდება. ლელას იუმორის გრძნობა და მეგრული გამჭრიახი გონება ბევრს ხიბლავს. მის ჰიტებზე ზედმეტია საუბარი. 20 წლის წინ შექმნილი მუსიკა დღესაც აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ პოპ-დივას არა მხოლოდ მისი თაობის, არამედ ახალგაზრდებიც დიდი სიამოვნებით უსმენენ. საკმარისია ლელას ერთ კონცერტს დაესწროთ, ამაში თავად დარწმუნებით.

მამულიჩა და ლელა მეგობრებთან ერთად აქტიურად ემზადებიან 4 ოქტომბრისთვის. სპორტის სასახლეს ლელა წურწუმიას სოლო კონცერტის უზარმაზარი ბანერი უკვე ამშვენებს. აღსანიშნავია, რომ ლელას სოლო კარიერა აქტიურ ფაზაში გადავიდა. მომღერალი ახალი ენერგიული შოუთი რეგიონებს ეწვია. ცნობილმა წყვილმა უახლესი ფოტო გამოაქვეყნა სოფელ მერეთიდან, სადაც სხვა პოპულარულ შემსრულებლებთან ერთად გორის მოსახლეობას ლამაზი მოგონებები დაუტოვეს. როგორც მამულიჩამ საკუთარ „ინსტაგრამის სთორიზე“ დაწერა, მერეთის მოსახლეობასთან ერთად „ღამის სიჩუმე გაფანტეს“ (ფრაზა ლელას მეგაჰიტიდან).

ლელა წურწუმია ქართველი პოპ-მომღერალია, რომელმაც პირველმა შესთავაზა ერთგულ მსმენელს კონცერტი სანახაობრივი ეფექტებით. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 მუსიკალური ვიდეო. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად დასახელდა. მიუხედავად კრიზისული პერიოდებისა, ის დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

ყველა ახალი ამბავი
0