Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბერა ივანიშვილმა გამოაქვეყნა ფოტო დედასთან – ნახეთ როგორ გამოიყურება ეკატერინე ხვედელიძე

© courtesy of BERAბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ოჯახი საჯარო გამოსვლებისგან თავს იკავებს. ისინი მასმედიის წარმომადგენლებს სახლის კარს არ უღებენ და ოჯახური ინტერვიუებითაც არ გამოირჩევიან. შესაბამისად, ივანიშვილებზე ყველას ყველაფერი აინტერესებს.

საქართველოში მცხოვრებ ყველაზე მდიდარ ადამიანს ბიძინა ივანიშვილს დიდი ოჯახი ჰყავს. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს ოთხი შვილი ჰყავთ – სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან. ბერას და ცოტნეს განსაკუთრებულად მეგობრული და თბილი ურთიერთობა აკავშირებთ. ისინი სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩნდებიან.

წლების წინ მუსიკოსი და კომპოზიტორი ბერა მამასთან ერთად საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა. ამ პერიოდში ბერამ დედას სიმღერა მიუძღვნა. მისი კომპოზიციები მალე ჰიტად იქცა და თბილისში ბევრი ადამიანი ბერას ნამუშევრებს მღეროდა. ერთ-ერთი კონცერტის დროს ეკატერინე ხვედელიძემ ცრემლები ვერ შეიკავა. „რაც არ უნდა ვქნა, იცის როცა მტკივა და როცა ვიმარჯვებთ - ვიმარჯვებთ ერთად“ – მღეროდა ბერა. უახლესმა ფოტომ ფანების დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც ჩანს, ბერა ივანიშვილს საზღვარგარეთ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მას ესპანეთიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან და ინდოეთიდანაც კი ცნობილი შემსრულებლები ეხმაურებიან.

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი 1994 წლის 23 დეკემბერს პარიზში დაიბადა. საზოგადოებისთვის ბერას შემოქმედება კარგადაა ცნობილი. 2011 წლის შემოდგომაზე მან მამამისისა და მისი პოლიტიკური გუნდის მხარდასაჭერად მუსიკალური კლიპი „ქართული ოცნება“ გამოუშვა. ცნობილია, რომ მუსიკალურ კარიერასთან ერთად ბერა ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ის მფლობელიც იყო, თუმცა 2017 წლის 1 თებერვალს ტელევიზია „იმედი ჰოლდინგს“ მიჰყიდა.

ყველა ახალი ამბავი
0