Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მაია ასათიანმა გადაცემის ახალი სეზონისთვის იმიჯი შეიცვალა – ნახეთ ვიდეო

© Facebook / TV Show Profileმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა

„მე ვარ მაია ასა­თი­ა­ნი, ჩემი ქვეყ­ნის რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი და ჩვენ ვი­წყებთ!“ – ასე­თია გა­ნახ­ლე­ბუ­ლი „პრო­ფი­ლის“ ახა­ლი პრო­მო, რო­მე­ლიც ტელეკომპანია „რუს­თა­ვი 2“-ზე კვლავ ყო­ველ ხუთ­შა­ბათს გავა ეთერ­ში. პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის ეთე­რი 3 ოქ­ტომ­ბერ­საა და­გეგ­მი­ლი.

მაია ასა­თი­ა­ნი „პრო­ფი­ლის“ ახალ პრო­მო­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯით წარ­დგა მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე – ის მთის მწვერ­ვალ­ზე დგას, სამ­ხედ­რო ფორ­მა აც­ვია და თმა­ზე ნაწ­ნა­ვი აქვს. გადაცემის ახალ პრო­მოს უკვე მოჰ­ყვა ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლის კო­მენ­ტა­რე­ბი. მაია ასა­თი­ანს დაბ­რუ­ნე­ბას და ახალ სე­ზონს ულო­ცა­ვენ და წარ­მა­ტე­ბას უსურ­ვე­ბენ.

ჟურნალისტის საავტორო გადაცემა გარკვეული პერიოდის მანძილზე ეთერში აღარ გადიოდა, როცა მაია ასა­თი­ა­ნის და ირაკ­ლი მახ­ვი­ლა­ძის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნუცა მახ­ვი­ლა­ძე პა­რი­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ორი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ნუცა მახ­ვი­ლა­ძე საფ­რან­გეთ­ში ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­დან მაია ასათიანი საკუთარ გადაცემას თვეების შემდეგ დაუბრუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0