Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შენ ყოფილხარ ცეცხლი...“ – რა ხდება გიორგი ჩიკვაიძესა და ნინი ბადურაშვილს შორის?

© Photo: Nini Badurashvili / FBნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ნინი ბადურაშვილი საფრანგეთში, კანში დედასთან ეკა კახიანთან და მეგობარ ბიზნესმენთან გიორგი ჩიკვაიძესთან ერთად ისვენებდა, რამაც საზოგადოება მათი რომანის შესახებ კვლავ აალაპარაკა.

რამდენიმე თვეა, საზოგადოების ყურადღება მომღერალ ნინი ბადურაშვილისკენაა მიპყრობილი. მიზეზი მისი და ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ხშირი ერთად გამოჩენაა. ცოტა ხნის წინ ბიზნესმენის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა საჯარო პოსტმა, რომელიც ნინი ბადურაშვილმა გაიზიარა, კიდევ ერთხელ მიიპყრო ინტერნეტ-მომხმარებლების ყურადღება.

ბიზნესმენის თქმით, მალე საქართველო და, კერძოდ, ბათუმი იქნება ის ადგილი, სადაც 2020 წლიდან ჩატარდება მსოფლიოს იახტების დიზაინერების ყოველწლიური დაჯილდოება და ფორუმი. ღონისძიება მსოფლიო იახტების დაჯილდოების (World Yachts Trophies) და ჟურნალ World Yachts Magazine-ს ეგიდით იმართება.

„მინდა სწორედ გამიგოთ და წარმოიდგინოთ სტუმრების რა კატეგორიაზეა საუბარი, იახტების მწარმოებელ კომპანიებზე და მათ მფლობელებზე! ასევე დიზაინერებზე და იახტების მფლობელებზე! დღეს ამ ყველაფერს მოეწერა ხელი და ლოკაცია ბათუმი ექსკლუზიურად დარჩება ამ ღონისძიების არსებობის მანძილზე! ოქტომბერში გვესტუმრება მნიშვნელოვანი სტუმრები და პრესკონფერენციაზე მეტ დეტალებზე ვისაუბრებთ!“, – წერს ჩიკვაიძე.

პოსტს მალევე ნინი გამოეხმაურა: „უმაგრესი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის! Giorgi Chikvaidze შენ ხარ რაც ხარ, p.s კარგი ფეხი მქონია“, რასაც ბიზნესმენმა ასეთი კომენტარით უპასუხა – „ფეხი კიარა შენ ყოფილხარ ცეცხლი“.

გიორგი ჩიკვაიძე და ნინი ბადურაშვილი ამ ზაფხულს საფრანგეთში მეორედ იყვნენ ერთად. წინა ვიზიტის დროს ისინი საქმიან მოლაპარაკებებზე იმყოფებოდნენ და დასვენებაც მოახერხეს, ამჯერად კი დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც გიორგი ჩიკვაიძის კომპანია გახდა საუკეთესო. დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც საფრანგეთში ჩატარდა, ნინი ბადურაშვილმაც იმღერა.

ყველა ახალი ამბავი
0