Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დრო გარბის, როდესაც შეყვარებული ხარ!“ – ბერამ ფეხმძიმე ცოლთან უახლესი ფოტო გამოაქვეყნა

© Instagram / photo: nanukagudavadze / Instagramბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას საკუთარი პოლიტიკური ხასიათის სიმღერებით ამხნევებდა, ახლა კი ყველა მისი სიმღერა ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება.

საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ. სოციალურ ქსელში კი ცოლ-ქმარი დიდი აქტიურობითა და პოპულარობით გამოირჩევა. „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ირიცხება. „ქართული ოცნების“ ლიდერს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის ოთხი შვილიდან სამი ვაჟია და ერთი – ქალიშვილი. თითოეული მათგანი საზღვარგარეთ სწავლობს ან ცხოვრობს. უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან. ბერას და ცოტნეს განსაკუთრებით მეგობრული და თბილი ურთიერთობა აკავშირებთ. ისინი სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩნდებიან. როგორც ჩანს, ბერა მას ინტენსიურად ავარჯიშებს და ხელოვნებისადმი სიყვარულს უღვივებს.

უკანასკნელი თვეების მანძილზე ცნობილი ქართველი მუსიკოსი მეუღლესთან ერთად ფოტოებს არ აქვეყნებს. თუმცა, რამდენიმე ხნის წინ მათმა საერთო სურათმა ბევრი უცხოელი და ადგილობრივი თაყვანისმცემელი გააერთიანა. ამ ფოტოზე ნანუკა გუდავაძეს მუცელი არ უჩანს, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მომავალი პატარა ანგელოზის შესახებ წყვილმა აპრილში გაამხილა. მათ საერთო ფოტოს, სადაც ნანუკას და ბერას პატარა თეთრი წინდები უჭირავთ, 30 ათასამდე, ხოლო უახლეს ფოტოს, რომელსაც ბერამ დაურთო წარწერა „მან ერთი წლის წინ მითხრა „კი“ – 72 ათასამდე ნახვა აქვს. აშკარაა, რომ სოციალურ ქსელში ისინი ერთ-ერთ ცნობილ წყვილად ითვლებიან.

ყველა ახალი ამბავი
0