Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

დავით ნარმანიას ულამაზესი ოჯახი ჰყავს - შვილებისა და მეუღლის სილამაზე გაგაოცებთ

დავით ნარმანია თიკა თინიკაშვილი
დავით ნარმანია თიკა თინიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ულამაზესი ქალბატონის, თინა თინიკაშვილის ფოტოები გულგრილს არავის დატოვებს. ქერა, ცისფერთვალება, სათნო სახის ქალბატონი ბევრის სიმპატიას იმსახურებს

პარ­ლა­მენტს სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ვით ნარ­მა­ნი­ას კან­დი­და­ტუ­რა წა­რედ­გი­ნა.

სე­მეკ-ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე და­ვით ნარ­მა­ნი­ას კან­დი­და­ტუ­რა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სე­მეკ-ის წინა თავ­მჯდო­მა­რეს ირი­ნა მი­ლო­რა­ვას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა 16 სექ­ტემ­ბერს ამო­ე­წუ­რა.

და­ვით ნარ­მა­ნია 2014 - 2017 წლებ­ში თბი­ლი­სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, ხოლო 2017 წლის 22 დე­კემ­ბერს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რად და­ი­ნიშ­ნა.

ყველას ახსოვს მერობის პერიოდში მისი ულამაზესი მეუღლე, თიკა თინიკაშვილი, რომელიც მასთან ერთად ღონისძიებებს ესწრებოდა. თიკა თინიკაშვილის ოჯახი რუსთავში ცხოვრობდა. ჰყავს უმცროსი და და დედ-მამა. რამდენიმე წელია რაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

თბილისის ყოფილი მერის და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო. თიკა თინიკაშვილი ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. ლექტორს ძალიან მოეწონა თავისი ულამაზესი, 20 წლის სტუდენტი.

მიუხედავად იმისა, რომ თიკას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, დავით ნარმანიამდე სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონია. წყვილს მალე შეუყვარდა ერთმანეთი. თიკა თინიკაშვილის მშობლებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ მათი სიყვარულისთვის და ბოლოს მათი ეს გრძნობა ქორწილით დაგვირგვინდა.

დავითს და თიკას ჰყავთ ორი ვაჟი, კოკო და ილია-დენისი და უმცროსი ელენე, რომელიც წყვილს 2015 წელს შეეძინა. ულამაზესი ქალბატონის, თინა თინიკაშვილის ფოტოები გულგრილს არავის დატოვებს. ქერა, ცისფერთვალება, სათნო სახის ქალბატონი ბევრის სიმპატიას იმსახურებს.

ყველა ახალი ამბავი
0