ლაბორატორიის დასკვნა ცნობილია: „მარნეულის” ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა

© photo: Marneuli Food Factory / fb„მარნეულის“ წითელი ტყემალი
„მარნეულის“ წითელი ტყემალი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საწარმომ საკუთარი წარმოების ტრადიციული წითელი ტყემალი შემოწმებისთვის აგვისტოს თვეში გერმანულ ლაბორატორიაში დალუქული სახით გააგზავნა

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის დასკვნით, მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა, ნათქვამია მარნეულის სასურსათო ქარხნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გერმანული ლაბორატორიის დასკვნის მოლოდინში: „მარნეულის“ ტყემალი შესამოწმებლად გაიგზავნა >>

მარნეულის სასურსათო ქარხანამ აგვისტოში სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა იმისათვის, რომ მათი ზედამხედველობით ტრადიციული წითელი ტყემლის ნიმუშების აღება და დალუქვა მომხდარიყო.

კომპანიამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემთხვევის პრინციპით შერჩეული და დალუქული რამდენიმე ბოთლი გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა.

„ანალიზის შედეგების მოსვლისთანავე სრულად ვაქვეყნებთ ლაბორატორიის დასკვნას, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ აღნიშნულ პროდუქტში არ აღინიშნება არავითარი კვალი არასაკვები საღებავის - „სუდან 1“-ის ელემენტების. კომპანიამ პროდუქტი ამ ნივთიერების ფართო სპექტრზე შეამოწმა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ტრადიციული წითელი ტყემალი არ შეიცავს „სუდან 1“-ის არცერთ ელემენტს. მადლობას ვუხდით ჩვენს მომხმარებელს და საზოგადოებას ერთგულებისთვის, ნდობისთვის და მოთმინებისთვის!”, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაღაზიის ვიტრინა - Sputnik საქართველო
შეცდომა ან პროვოკაცია: „კულას“ დირექტორი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

კომპანიის ინფორმაციით, საწყობებში ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია შემთხვევითობის პრინციპით შეამოწმოს მათი წარმოების ნებისმიერი პროდუქტი.

„კომპანია მიესალმება ქართულ ბაზარზე საკვებ ინდუსტრიაში ხარისხის, პროდუქციისა და ნედლეულის წარმომავლობის გამჭვირვალე პროცესებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

ქარხნის ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნებულია ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის დასკვნის ამსახველი ფოტო.

აგვისტოს თვეში, ვებგვერდზე momxmarebeli.ge გამოქვეყნდა კვლევა, რომლის ავტორების განცხადებითაც, მარნეულის ტრადიციულ წითელ ტყემალში  „სუდან 1“-ის შემცველობა გამოვლინდა, რომელიც პროდუქციას მოწითალო შეფერილობას აძლევს. კვლევაში ნათქვამი იყო, რომ გამოკვლეულ ნიმუშებში არასაკვები საღებავები მცირე ოდენობით დაფიქსირდა, მაგრამ მათი სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისთვის საშიშია და  ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას, ან გენების გადაგვარებას. მარნეულის ტყემლის გარდა, „სუდან 1“-ის შემცველობა აღმოჩნდა სხვა მწარმოებლების რამდენიმე პროდუქტში - „კულას“ სასურსათო ქარხნის, ფუდსერვისის, შპს „ესის“, Soledo-სა და „თეთნულდის“ პროდუქციაში.

რატომ დაიხურა თბილისში საზკვების 13 ობიექტი >>

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ იმპორტირებული დაფქვილი წითელი წიწაკა მიიჩნია.

რაც შეეხება ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიას, ის  (SGS Institut Fresenius) გერმანიაში მდებარეობს და 155 წლიანი გამოცდილება აქვს. ლაბორატორია კვლევებისა და ანალიზების სფეროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

ყველა ახალი ამბავი
0