Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ფინანსურ გაჭირვებაშიც ერთად ვართ“ – კოშკელიშვილმა ქმარს თანაცხოვრების 4 წელი მიულოცა

© Photo: Nuki Koshkelishvili / FBნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი მიმზიდველი ფორმებით და სექსუალური ფოტოსესიებით მუდამ ყურადღების ცენტრშია. ოთხი წლის წინ ნუკი ამერიკაში გათხოვდა. მისი რჩეული შტატებში მცხოვრები ებრაელი ექიმი გახდა. ნუკის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გაჩენა სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება.

საზოგადოებამ ნუკის ცხოვრების ფაქტობრივად ყველა დეტალი იცის. ცნობილი ქართველი ვარსკვლავი საკუთარ გვერდზე თაყვანისმცემლებს პირადი ცხოვრების ნიუანსებს უზიარებს. ამერიკაში გამგზავრებამდე გადაცემებს სტუმრობდა და მაღალი რეიტინგით გამოირჩეოდა. ახლა მისი ცხოვრება კარიერის მხრივ აქტიური არ არის. გარდა ამისა, ყოფილი მოდელი სამშობლოს გარეშე ყოფნას ვერ ეგუება და დეპრესიამ შეიპყრო. ამას უკავშირებს ნუკი წონაში მატებას, რაზეც საკუთარ მიკრობლოგში ძალიან ხშირად წერს.

ნუკი კოშკელიშვილი პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არ არიდებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ იმყოფება, თაყვანისმცემლებთან კომუნიკაციას სოციალური ქსელისა და პირდაპირი ჩართვების მეშვეობით ამყარებს. ამჯერად მისი ვრცელი პოსტი ქმართან თანაცხოვრების 4 წელს შეეხო. ნუკიმ ემოციური პოსტი ქმართან ურთიერთობას და სირთულეებს მიუძღვნა. მისი აზრით, ქართველ კაცებს მცდარი წარმოდგენა აქვთ წყვილის ფინანსურ მდგომარეობაზე. „უთქვამთ, ვერ გავქაჩავ შენთან ფინანსურად - ეს ქართველი კაცების დებილობაა“, – წერს ნუკი.

ნუკის თბილმა მილოცვამ მრავალ ქალბატონს გაუთბო გული. რა თქმა უნდა, მსახიობმა ემოციურ პოსტს იუმორიც დაურთო და მილოცვის ბოლოს პერსონალურად ქმრისთვის ინგლისურად დაწერა: „ახლა ისე გადავუთარგმნი, თავში ძალიანაც რომ არ აუვარდეს. მე კი ვამბობ, რომ ბევრს ვჩხუბობთ და ასე შემდეგ, მაგრამ შესანიშნავი სექსი გვაქვს. კიდევ მილიონ წელს ვიქნებით ერთად...“

„მადლობა, რომ მე ამირჩიე მილიონ სხვაში. მადლობა, რომ მეუბნები განსაკუთრებული ვარ, მადლობა, რომ ვგრძნობ შენს მხარდაჭერას. ჩემთვის უთქვამთ შენ არ ხარ დიასახლისი, მაგრამ შენ ყოველ დღე სადილს გიმზადებ, იმიტომ რომ მინდა...“ – წერს ნუკი. მსახიობმა და მოდელმა კარიერა ათი წლის წინ დაიწყო. 2009 წელს ითამაშა ქართულ სამედიცინო დრამატულ სერიალში „კლინიკა“, მანამდე კი პოდიუმზე აქტიურად გამოდიოდა. ეპიზოდური როლები შეასრულა სერიალებში „გოგონა გარეუბნიდან“ და „შუა ქალაქში“. ია ფარულავასთან და სალომე გოგიჩაიშვილთან ერთად ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემა „ყოფილი ცოლების კლუბი“ მიჰყავდა. ეს მისი სატელევიზიო წარმატებების მცირე ჩამონათვალია. ახლა ცნობილი ტელეწამყვანის კარიერაში პაუზაა.

ყველა ახალი ამბავი
0