Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ელენე მახარაშვილი ორ კაცთან ერთად ეროტიკულ კლიპში მონაწილეობს, ერთი მისი ქმარია – ვიდეო

© Photo: Elene Makharashvili / FBელენე მახარაშვილი ირაკლი კვირიკაძე
ელენე მახარაშვილი ირაკლი კვირიკაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი კვირიკაძე მსახიობ ნინო ქორიძის უფროსი ვაჟია და ცნობილი არქიტექტორის, „ღიმილის ბიჭების“ ვარსკვლავ კახა ქორიძის უფროსი შვილიშვილი, რომელიც ელენე მახარაშვილზე ქორწინებამდე ერთი წლით ადრე დაინიშნა.

მსა­ხი­ობ­ ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძის მო­დე­ლი მე­უღ­ლე ელე­ნე მა­ხა­რაშ­ვი­ლი Instagram-ზე ერო­ტი­კულ ვი­დე­ორ­გოლს აქ­ვეყ­ნებს სა­ხელ­წო­დე­ბით TOUCH. ვი­დე­ო­ში მო­დელს პარტნი­ო­რო­ბას ორი მა­მა­კა­ცი უწევს, ერთ-ერთი მისი მე­უღ­ლეა.

მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ, რომელიც პოპულარული რეზო გიგინეიშვილის ფილმ „მძევლების“ შემდეგ გახდა, მოდელ ელენე მახარაშვილზე გასული წლის ოქტომბერში ნიუ-იორკში იქორწინა. წვეულებაზე მათი მეგობრები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ. ელენეს ხელის მოწერის ცერემონიაზე ორიგინალური თეთრი კაბა ეცვა, ხოლო ირაკლის – თეთრი პერანგი და შავი შარვალი.

ირაკლი კვირიკაძე მსახიობ ნინო ქორიძის უფროსი ვაჟია და ცნობილი არქიტექტორის, „ღიმილის ბიჭების“ ვარსკვლავ კახა ქორიძის უფროსი შვილიშვილი, რომელიც ელენე მახარაშვილზე ქორწინებამდე ერთი წლით ადრე დაინიშნა. წყვილი ამერიკაში ცხოვრობს, სადაც ორივეს წარმატებული სამოდელო და სამსახიობო კარიერა აქვს. ელენე ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან Urban Outfiters, Topshop.

ირაკლი კვირიკაძე „მძევლებში“ გეგა კობახიძის როლს თამაშობს. ამ როლისთვის ირაკლი „ბერლინალეზე“ ევროპის საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა. ის ამჯერად ჰოლივუდურ კინოპროექტზე მუშაობს, სადაც პარტნიორობას უწევს ენტონი ჰოპკინსს.

კინოსურათის რეჟისორი დანტე სპინოტია. პროექტში ასევე ითამაშებენ ჯეკ ნიკოლსონისა და სტინგის შვილები, ასევე ალენ დელონის შვილიშვილი. ფილმზე კიდევ ერთი ქართველი, მხატვარი ლაშა ზამბახიძე მუშაობს, სწორედ მან გააცნო ირაკლი რეჟისორ დანტე სპინოტის.

ირაკლი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. „აღარ შემეძლო საქართველოში ცხოვრება, სადაც საშინელი საბჭოთა მენტალიტეტი ნარჩუნდება, რომელიც მე ძალიან არ მომწონს. არ შემიძლია ასეთ ატმოსფეროში ყოფნა, ვერ ვსუნთქავ. იცით, მე ძალიან მიყვარს და ვაფასებ თავისუფლებას. ზუსტად ისევე, როგორც გეგა. თავიდან მას რაღაც ახლის ნახვა სურდა, საკუთარი თავის მოძებნა, სხვანაირი ცხოვრების დაწყება. გამოდის, რომ ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საერთო“, – აცხადებდა მსახიობი ინტერვიუში.

ყველა ახალი ამბავი
0