Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემზე რომ ყოფილიყო, ამ სამყაროში არ მოვიდოდი“ – მაიკო კაჭკაჭიშვილის ემოციური პოსტი

© courtesy of Veriko Turashviliმაიკო კაჭკაჭიშვილი
მაიკო კაჭკაჭიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპოზიტორი და მომღერალი მაიკო კაჭკაჭიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ცნობილი შემსრულებლის თქმით, მის ხელთ რომ იყოს გადაწყვეტილების მიღება, ამ ქვეყნად არ მოვლინდებოდა, რადგან ადამიანებს გვიან აფასებენ.

ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გამორჩეული მომღერალი პოზიტიურობით გამოირჩევა. ცნობილმა მომღერალმა 10 თვეში 64 არასასურველი კილოგრამი დაიკლო და ახალი ცხოვრება დაიწყო. საზოგადოება ერთი პრობლემის გარშემო გააერთიანა და უამრავ ადამიანს ჭარბი წონის მოშორებაში დაეხმარა. მაიკო კაჭკაჭიშვილის განსაკუთრებული დიეტის მეშვეობით ახალგაზრდებმა სასურველი ფორმები დაიბრუნეს.

კომპოზიტორის მიერ შექმნილ სიმღერებს ისეთი მომღერლები ასრულებენ, როგორებიც არიან ვერიკო ტურაშვილი, სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე და სხვები. გარდა ამისა, მაიკო კაჭკაჭიშვილს ალბომზე მუშაობის გამცდილებაც აქვს. მან ქრისტინე იმედაძესთან ერთად სოლო-ალბომი შექმნა.

მიუხედავად წარმატებული კარიერისა, მაიკო კაჭკაჭიშვილის ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი დადგა. მომღერალმა ამაღელვებელი პოსტი გამოაქვეყნა და ადამიანებმა მისი გამხნევება დაიწყეს. „მეც მივდივარ, მივყვები დროს. მხოლოდ ისინი მემახსოვრება, ვინც არ მომატყუა და მიერთგულა. როცა მიდიხარ, მერე გაფასებენ, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის გვიანია ხოლმე. არჩევანი ჩემზე რომ ყოფილიყო - მოვსულიყავი თუ არა ამ სამყაროში, ავირჩევდი, რომ არა არ მოვსულიყავი", – დაწერა ცნობილმა კომპოზიტორმა.

ყველა ახალი ამბავი
0