Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მამას შვილი ბაღში მიჰყავს“ – ანრი ჯოხაძემ და გია ჯაჯანიძემ მხიარული ფოტო გამოაქვეყნეს

© Facebook / Giorgi Jajanidzeგია ჯაჯანიძე
გია ჯაჯანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სადაც ანრი ჯოხაძე და გია ჯაჯანიძე ჩნდებიან, იქ მხიარულება არ წყდება. ორი შოუმენი და თავისი საქმის გამორჩეული პროფესიონალი მსმენელსა და მაყურებელს ხშირად აცინებს, უფრო ხშირად კი – ატირებენ. ანრიმ და გიამ წარმატებული კარიერა წლების წინ დაიწყეს, ხოლო ისინი ტელეკომპანია „იმედმა“ გააერთიანა.

საზოგადოება მიჩვეულია, რომ ვარსკვლავები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას. ქართველი სელებრითები განსაკუთრებული შემოქმედებითობით გამოირჩევიან. მხოლოდ ჰოლივუდი არ გამოირჩევა შიშველი მომღერლებითა და მსახიობებით, ან ექსტრავაგანტული გარეგნობის მქონე ცნობადი სახეებით. არც ქართულ შოუ-ბიზნესს აკლია გამომწვევი ჩაცმულობა, პერფორმანსები თუ განსახილველი თემები.

სწორედ ეპატაჟურობით, სკანდალებითა და გახმაურებული გადაცემებით გამოირჩევიან როგორც ანრი, ისე გია. მათი მეგობრობა წლების წინ დაიწყო, ხოლო კოლეგები სულ ცოტა ხნის წინ გახდნენ. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ახალი პროფესია წარმატებით მოირგო და გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანი გახდა. ანრის ცეცხლოვანი ხასიათის მეშვეობით გადაცემამ უფრო მეტი მაყურებლის ყურადღება მიიქცია.

გია ჯაჯანიძე და ანრი ჯოხაძე სასაცილო ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ. მათი სიმაღლის გათვალისწინებით ისეთ სურათებს იღებენ, თითქოს ანრი გიას მამაა და ამით ადამიანები პოზიტიურ განწყობაზე დგებიან. მათ საერთო ფოტოებს 2 ათასზე მეტი მოწონება აქვს. ანრის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა: „ორი ინდივიდი, ორი ინტელექტუალი, ორი საყვარელი ადამიანი...“; „სკოლაში წაიყვანე თუ ბაღში?“; „იქნებ გამარკვიოთ- ჯაჯოა პატარა თუ ანრია ძალიან დიდი?“ – წერენ ვარსკვლავების საერთო მეგობრები.

ყველა ახალი ამბავი
0