Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„პატარა კურდღელს ჰგავს“ – კალაძის მეოთხე შვილის უახლესმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა

© Facebook / Kakha kaladzeკახა კალაძე ანუკი არეშიძე
კახა კალაძე ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოდური წყვილი წლების წინ დაოჯახდა, მაგრამ ჯვარი ამ ზაფხულს დაიწერეს. ქართული და უცხოური ტაბლოიდები მათ პირად ცხოვრებას, შვილებსა და კარიერას აქტიურად განიხილავენ. კახის და ანუკის ოთხი ვაჟი ჰყავთ.

საზოგადოებას ანუკი არეშიძის და კახი კალაძის დუეტი განსაკუთრებულად უყვარს. მათ გარშემო სკანდალები არ ვრცელდება და კარგად ჩანს, რომ ძალიან მეგობრული და თბილი ოჯახი აქვთ. ანუკი, საკუთარი საქმიანობის მიუხედავად, ბავშვებს დიდ დროს უთმობს, კახი კი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს. სხვადასხვა ინტერვიუებში დიზაინერი ანუკი არეშიძე აღნიშნავს, რომ პატარა ნიკოლამ მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

ცნობილია, რომ ანუკის სამი ვაჟი იტალიაში, კერძოდ, მილანში გაჩნდა, ხოლო ნიკოლა პარიზის ერთ-ერთ სამშობიაროში 3 კგ წონით დაიბადა. ორ­სუ­ლო­ბის ბოლო დღე­ები თბი­ლი­სის მე­რის მე­უღ­ლემ საფ­რან­გეთ­სა და იტა­ლი­ა­ში გა­ა­ტა­რა, მას­თან ერ­თად იყ­ვნენ მისი და კახა კა­ლა­ძის შვი­ლე­ბი – ლე­ვა­ნი­კო, კახი–უმ­ცრო­სი და პა­ტა­რა ვაჩე.

დი­ზა­ი­ნერ­მა ორ­სუ­ლო­ბი­სას 22 კი­ლოგ­რა­მი მო­ი­მა­ტა, თუმ­ცა ზედ­მე­ტი წო­ნაც ძა­ლი­ან მო­იხ­დი­ნა და ორ­სუ­ლო­ბა­შიც იდე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდა. კახის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ფოტოებს კი სოციალური ქსელის მომხმარებელი დიდი ყურადღებით და ინტერესით ათვალიერებს. ცოლ-ქმარს სხვადასხვა Instagram-გვერდი აქვთ შექმნილი. გარდა ულამაზესი შვილებისა, მათ მიკრობლოგზე შესვლა დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას მოგანიჭებთ. პატარა ნიკოლამ, როგორც ყოველთვის, დიდი მოწონება დაიმსახურა. ბიჭუნას ქვედა ყბაზე ორი კბილი ამოეჭრა, რის გამოც თაყვანისმცემლებმა ბაჭიას შეადარეს.

ყველა ახალი ამბავი
0