Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი ახალი სიყვარული“ – ვინ არის ნანუკა ჟორჟოლიანის მორიგი სიყვარული?

© courtesy of Nanuka Zhorzholianiნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანუკას პირად ცხოვრებაზე საუბარი ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ერთ-ერთ ცნობილ სატელევიზიო შოუში ერეკლე კოდუასთან დაშორებაზე გულახდილად ისაუბრა. ვინ არის ნანუკას მორიგი ახალი სიყვარული?

ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ბევრი ადამიანის საყვარელ სახედ იქცა. ინდივიდუალიზმი, განსაკუთრებული ხმის ტემბრი და ცხელი წერტილებიდან გაშუქების უნარი ნანუკას დამახასიათებელი ნიშნებია. ცნობილი სახე ბევრს მოგზაურობს და საკუთარ თავთან ჰარმონიას სწორედ მოგზაურობისას განიცდის. გარდა ამისა, მის მიერ მორიგი ქვეყნის აღმოჩენა ახალი ტატუს ინსპირაციას აძლევს.

„რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ნანუკა და მთელი გუნდი ახალი „მთავარი არხის“ გარშემო გააერთიანა. „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტები და შემოქმედებითი ჯგუფი ახალი გამოწვევის წინაშე იდგნენ. მათ 19 დღეში ახალი არხი დააფუძნეს. სწორედ „რუსთავი 2“-ის დაშლას და ახალი არხის თავიდან შექმნას დაემთხვა ნოდარ მელაძის შვილების დაბადება. „მთავარი არხის“ საინფორმაციოს ხელმძღვანელს ტყუპი გოგონა 26 აგვისტოს შეეძინა. სწორედ თინანო და ნატატო არიან ნანუკა ჟორჟოლიანის ახალი სიყვარული. ასე დააწერა უახლეს ფოტოს ჟურნალისტმა – „ჩემი ახალი სიყვარული“, რომელიც ნატატოსთანაა გადაღებული.

„საოცრებაა, არაამქვეყნიური ენერგია აქვს“ – თბილი სიტყვებით ეხმაურება ნანუკა მეგობრების კომენტარებს. თინანო და ნატატო მელაძეები ნოდარ მელაძის პირველი შვილები არიან. მელაძე და გოგონების დედა თეა ცეცხლაძე ერთად ცხოვრობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ოფიციალურად დაოჯახებულები არ არიან.

ყველა ახალი ამბავი
0