Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შოკში ჩამაგდე, სასწაულად გამოიყურები!“ – ვისთან ერთად ისვენებს ნუცა ბუზალაძე ინდონეზიაში?

© Photo: Nutsa Buzaladze / FBნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული ახალგაზრდა შემსრულებელი ნუცა ბუზალაძე წელს რადიკალურად შეიცვალა. ნუცამ თაყვანისმცემლების ყურადღება ვარჯიშით, სექსუალური აღნაგობით და ახალი ალბომით მიიქცია.

ქარიზმატული და მიმზიდველი შემსრულებელი ჭარბი წონით არასდროს გამოირჩეოდა, მიუხედავად ამისა, ტენდენციას არ ჩამორჩა და სხეულს ჯანმრთელი საკვებით, ვარჯიშითა და საკურორტო კომპლექსებში განტვირთვით იჯანსაღებს. როგორც ჩანს, თამამი გოგონა მაღალი ნებისყოფით გამოირჩევა და დასახულ მიზნამდე შემართებით მიისწრაფის. ამისთვის კრივითაც დაინტერესდა და შემოქმედებით ჰობად აქცია.

ნუცას გარშემო განვითარებულ მოვლენებს უამრავი ადამიანი ადევნებს თვალყურს. მის ირგვლივ თაყვანისმცემლები მაშინ ერთიანდებიან, როდესაც ნუცა ახალ ჰიტს ან ალბომს აანონსებს. გადატვირთული და ნაყოფიერი ზაფხულის მიუხედავად ნუცამ უნივერსიტეტში ჩააბარა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მომღერალი დასვენებას და საგამოცდოდ მომზადებას ერთმანეთის პარალელურად ახერხებდა. ფრანგული ენის შესწავლა და საფრანგეთში საგანგებოდ ჩაფრენა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე დასვენებამ ჩაანაცვლა. შესაშურ არდადეგებს არტისტი სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლებს უზიარებდა. ცნობილი ქართველი ვარსკვლავებიც კი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, ნუცას ცხოვრებაში მორიგი სიახლეა. „მოკლედ, დღეს კონსერვატორიაში პირველ ლექციაზე ვიყავი, როგორც სტუდენტი (თან გრანტიანი). რა და როგორ მოვასწარი წელს არ მახსოვს, მაგრამ მიხარია, რომ შემდეგი ალბომისთვის მუსიკალურად უფრო განვითარებული ვიქნები...“ – წერს ახალგაზრდა მომღერალი. 22 წლის მომღერალი საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცნობილია. რამდენიმე თვის წინ გამოუშვა სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „ნუცა 22“, რომელიც „ბრავო რეკორდსში“ ჩაწერა. ალბომი სამენოვანია და მასში ნუცას და სხვა კომპოზიტორების მიერ დაწერილი 11 სიმღერა შედის.

ყველა ახალი ამბავი
0