სკანდალი გრძელდება: ოთხმეზურის მკვლელი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის

© photo: Sputnik / Stringerპრეზიდენტის ათონელის რეზიდენცია
პრეზიდენტის ათონელის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 12 წლის წინანდელი მკვლელობის გამო წელს გაასამართლეს.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის მიერ აგვისტოში შეწყალებულ პირთა შორის 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძეც აღმოჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ოთხმეზური 2004 წლის ოქტომბერში თბილისში, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების გადაკვეთაზე მოკლეს. 2016 წლის მარტში, მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ ბეჟანიძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ იგი გაამართლა.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
„მე ამას არ ვისურვებდი": წულუკიანი პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელის შეწყალების თაობაზე

2018 წელს ბეჟანიძე ისევ დააკავეს. 2019 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, მაგრამ 2012 წლის დეკემბერში მიღებული „ამნისტიის შესახებ კანონის" გათვალისწინებით, საპატიმრო ვადა 6 წლითა და 9 თვით განესაზღვრა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების ბოლო აქტი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოსცა. სიაში 34 პატიმარი შევიდა, მათ შორის 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძეც აღმოჩნდა. აღნიშნულმა ფაქტმა ნამდვილი სკანდალი გამოიწვია. პრეზიდენტის ასეთი საქციელის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს მმართველი პარტიის წევრებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა კი საპროტესტო აქცია გამართეს.

პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მისი მხრიდან დევაძის შეწყალება პოლიციისადმი უპატივცემულობად იქნა შეფასებული.

მისი სიტყვებით, შეწყალების აქტი უნდა გამოხატავდეს პრეზიდენტისა და საზოგადოების ერთიან სწრაფვას და არა მათ შორის უნდობლობის საფუძველს.

შეწყალება პრეზიდენტის ერთპიროვნული უფლებაა. მიუხედავად ნებისმიერი რეკომენდაციისა, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.

ყველა ახალი ამბავი
0