Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი აზრით, შორენა ბეგაშვილს ჰგავხარ!“ – რას პასუხობს კესარია თაყვანისმცემლის შედარებას

© FB / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე ყურადღებას მორიგი სკანდალური განცხადებით იქცევს. ამჯერად კესარიას ყურადღება შორენა ბეგაშვილთან შედარებამ მიიპყრო.

სკანდალური, ეპატაჟური, ინტრიგებით აღსავსე – საზოგადოება კესარია აბრამიძეს ამ სიტყვებით მოიხსენიებს. მიუხედავად ამისა, ყველასათვის ცნობილი ქართველი ფოტომოდელი გაღიზიანებას ნაკლებად იწვევს. მისი ცხოვრებით უამრავი ადამიანი ინტერესდება და ამას კესარიას სოციალური ქსელის მოწონებებიც ამტკიცებს. კესარიას თქმით, მას პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია. თაყვანისმცემლებს მის სიტყვებში ეჭვი შეეპარათ. ამიტომ ფოტომოდელმა დედის სურათი გამოაქვეყნა და ყველაფერი ნათელი გახდა.

მშვენიერ კესარია აბრამიძეს სილამაზით არანაკლები ოჯახის წევრები ჰყავს. რამდენიმე ხნის წინ მოდელმა უმცროსი სტუდენტი დის ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოება აღაფრთოვანა. კესოს დას, დედასთან შედარებით, საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს. ამიტომ საკმარისია საზოგადოებისთვის ცნობილმა ქართველმა ოჯახის წევრების ფოტო გამოაქვეყნოს, მათზე საუბარი არ წყდება.

სოციალურ ქსელში აქტიური კესო თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს. ფოტო-ვიდეოგადაღებების გარდა კესარია მათ კითხვებს ინტენსიურად პასუხობს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ტრანსგენდერი ქალი პოპურალურ და სექსუალურ მსახიობს შორენა ბეგაშვილს შეადარა, რაზეც კესარიამ სიჩუმე დაარღვია. Instagram-ის „ფოლოვერმა“ კესოს მისწერა: „ჩემი აზრით შორენა ბეგაშვილს ჰგავხარ! პ.ს ძალიან მაგარი ქალი ხარ...“ კესარია აბრამიძემ ვერ მოითმინა და ფანს გულახდილად უპასუხა, რომ დედას ჰგავს.

კესარია ამრამიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. საქართველოში ნებისმიერმა იცის მისი ნამდვილი სახელი, საქმიანობა, ჰობი... ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ კესარიასთან დაკავშირებული ამბები, განსაკუთრებით კი მისი პირადი ცხოვრება და პარტნიორები. შეგახსენებთ, მონაწილეობდა ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი 2018”. ფოტომოდელი აღნიშნავს, რომ ეროვნული სამოსის ტურზე ქართული ტრადიციული კაბა უნდა წარედგინა, მაგრამ საქართველოში მოდის სახლებში მისულს უარი განუცხადეს და ეროვნული სამოსი „მის ტრანს ვარსკვლავის“ კონკურსზე არ გაატანეს.

ყველა ახალი ამბავი
0