Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რუსკა მაყაშვილი მეორე შვილს ელოდება? – ფოტო

© Facebook / Ruska Makashviliრუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობისა და მორაგბის წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს. პატარა ბიჭუნა დედასავით ქარიზმატული და ენერგიულია.

მსახიობი რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე მშობლები 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია 2 წლის არის. აშკარაა, რომ რუსკას ძალიან ჰგავს.

ყველასათვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს მეუღლე სოციალური ქსელით გააცნო.

რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ.

ახლა მათი ოჯახი გაიზარდა. რუსკას და სანდროს პატარა ილია ყველგან თან დაჰყავთ, ეს იქნება მუსიკალური ფესტივალი, რუსკას სპექტაკლი თუ ფოტოსესია. პატარა ილიამ უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი. პოზიტიურ ბიჭუნასთან თამაშს ყველა ცდილობს. როგორც ნებისმიერ დედას, რუსკას შვილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნია.

მიუხედავად ფეხმძიმობისას გადატვირთული რეჟიმისა, რეიტინგული შოუების წაყვანას, ცეკვა-სიმღერასა და ახალ სპექტაკლებში მთავარი როლის შესრულებას ორსულობის ბოლო თვემდე არ წყვეტდა.

ცოტა ხნის წინ კი რუსკამ „ინსტაგრამის სთორიში“ ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც საზოგადოებაში ეჭვი გააჩინა, რომ შესაძლოა მსახიობი ორსულადაა.

ყველა ახალი ამბავი
0