Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მინდა ვიყო კარგად...“ – ეკა კვალიაშვილი დახმარებას ითხოვს

გამოწერა
მომღერალი საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას აპირებს.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. მომღერალი ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი დახმარებას ითხოვს – აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სამკურნალოდ კი დიდი თანხაა საჭირო, რისი შესაძლებლობაც არ აქვს.

ნუკა კვალიაშვილი ეკა კვალიაშვილი - Sputnik საქართველო
ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი გამაოგნებლად გამოიყურება- ნახეთ, გოგონას ტრანსფორმაცია

კვალიაშვილი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს. მისი თქმით, მედიკამენტები სჭირდება, რომლის თანხაც არ აქვს.

„მჭირდება ჯანმრთელობა, ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი, ბევრი პროექტი განსახორციელებელი, საკუთარი სიმღერები დასაცავი და ოჯახი მოსავლელი, ამას ყველაფერს ემატება ნაქირავებებში ფულის ყრა... ძალიან, უკიდეგანოდ დამჭირდა თქვენი დახმარება, რადგან მინდა ვიყო კარგად. ფონდიც შევქმენი გაფანტული სკლეროზიანებისთვის და ვიცი რა ხაზით ვამუშაო, მაგრამ, არ მყოფნის ძალა და არც ფინანსები, რომ სხვებს მივეხმარო, ან კი როგორ, როცა თავისთვის ვერ მიმიხედავს“, – წერს მომღერალი.

კვალიაშვილი: ის ავარიის დროს გარდაიცვალა, მე მისგან შვილს ველოდებოდი >>>

მისი თქმით, გადაწყვიტა საქველმოქმედო საღამო ჩაატაროს, რადგან სხვა გზას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

„ამისათვის დამჭირდება რუსთაველის თეატრი, და რომელიმე ტელევიზია, აპარატურა და ცოტა რეკლამა, რომ გაიგოს ხალხმა სად და როდის ჩატარდება კონცერტი, სადაც მონაცილეობას ისევ ჩემი უსაყვარლესი კოლეგები მიიღებენ. გთხოვთ შემეხმიანეთ ვინ როგორ დამიდგება გვერდში. პირად მიმოწერაში GE95TB7003145161100004 TBC ბანკი პირადი 01030004431“, – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

ყველა ახალი ამბავი
0