საქართველოში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს იწყება

© photo: Sputnikსასწავლო წლის დასაწყისი თბილისის 98-ე სკოლაში
სასწავლო წლის დასაწყისი თბილისის 98-ე სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სწავლა იწყება სკოლებში, საბავშვო ბაღებში და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში სასწავლო პროცესი ორშაბათს, 16 სექტემბერს იწყება - სწავლა დაიწყება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, საჯარო საბავშვო ბაღებში და ბევრ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში.

გამოქვეყნდა სკოლების ჩამონათვალი, სადაც სწავლა დაგვიანებით დაიწყება >>

საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელს პირველ კლასში 54,6 ათასზე მეტი ბავშვი შევა. რაც შეეხება სკოლებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობას, ეს ციფრი 591,8 ათასს აჭარბებს.

როგორ მოვამზადოთ პირველკლასელი სკოლისთვის - Sputnik საქართველო
როგორ მოვამზადოთ პირველკლასელი სკოლისთვის

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი მომავალი წლის 12 ივნისამდე გაგრძელდება, გამოსაშვები კლასის მოსწავლეებისა და პირველკლასელების გარდა, რომლებიც შესაბამისად 20 და 27 მაისამდე ისწავლიან.

ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი ახალ კომპიუტერებს მიიღებს გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობებით. წლის ბოლომდე დაახლოებით 400 სკოლა აღიჭურვება უკაბელო ინტერნეტით და კომპიუტერებით და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

მანდატურის სამსახური საქართველოს სკოლების 80%-ში იმუშავებს >>

გარდა ამისა, სკოლებში ბრუნდება „დედაენის“ ადაპტირებული ვერსია. გოგებაშვილის „დედაენით“ ქართველ ბავშვებს წერა-კითხვას 1880 წლიდან ასწავლიდნენ. წელს სკოლას, დირექციის სურვილით, შეუძლია განახლებული „დედაენა“ სასკოლო პროგრამაში ჩართოს. წელს სკოლის დირექციას თავისი სურვილით შეუძლია სასწავლო პროცესში განახლებული „დედაენა“ ჩართოს.

პირველი ექსპერიმენტული სკოლა - Sputnik საქართველო
სკოლებში პედაგოგთა დეფიციტია

ყველა სიახლე განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის ნაწილია, რომელმაც სასწავლო პროცესი თანამდეროვე საერთაშორისო სტანდარტებს უნდა დაახლოვოს. ის 2019 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო და ოთხ წელიწადს გაგრძელდება. რეფორმა გამიზნულია იმაზე, რომ საქართველო იქცეს საგანმანათლებლო ცენტრად და რეგიონის ლიდერად.

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო წელი დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექციები 16 სექტემბერს დაიწყება, ილიას უნივერსიტეტში - 7 ოქტომბერს, ხოლო სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლესების უმრავლესობაში - 23 სექტემბერს.

რაც შეეხება საჯარო საბავშვო ბაღებს, იქ სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 16 სექტემბერს იწყება.

ყველა ახალი ამბავი
0