Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთა თოფურიას ყოფილმა შეყვარებულმა ინტიმური ფოტოები გამოაქვეყნა - რეპერი გააკრიტიკეს

© Photo: Keti Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთა თოფურიას და რეპერის ურთიერთობას 2017 წლის იანვრიდან რუსული და ქართული პრესა აქტიურად განიხილავდა. სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილი ტაილანდში, კუნძულ სამუიზე ერთად ისვენებდა

A Studio-ს ქართველი სოლისტის ქეთა თოფურიას ყოფილმა შეყვარებულმა, რეპერმა გუფმა Instagram-ზე ინტიმური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლების კრიტიკის საგანი გახდა.

რეპერმა ფოტოები მალევე წაშალა, თუმცა მისი განხილვა სოციალურ ქსელში მაინცა რ შეწყვეტილა. რამდენიმე დღის წინ გუფმა ქეთა თოფურიას დაბადების დღე მიულოცა და მასთან გადაღებული უცნობი ფოტოებიც გამოაქვეყნა. ყველას ეგონა, რომ ის მომღერალთან შერიგებას აპირებდა, ამიტომ ინტიმური ფოტოების გამოქვეყნება ორ თითქმის შიშველ გოგოსთან ერთად, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა არაადეკვატურად შეაფასეს.

რეპერ გუფისთან დაშორების შემდეგ, A sTudio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა. იტალიაში წასვლის წინ კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს.

მისმა Instagram-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულმა გუშინდელმა „სთორიმ“ კი საზოგადოებას ახალი სალაპარაკო თემა მისცა. სან-ტროპედან გამოქვეყნებული ნიშნობის ბეჭდიანი ფოტოს შემდეგ, ქეთამ უკვე მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, სადაც მათი მხოლოდ ხელები ჩანს და წყვილს ხელი აქვს ჩაკიდებული, კადრს კი – გულის ესკიზი ერთვის, რომელიც მალევე წაშალა.

ქეთა თოფურიას და რეპერის ურთიერთობას 2017 წლის იანვრიდან რუსული და ქართული პრესა აქტიურად განიხილავდა. სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილი ტაილანდში, კუნძულ სამუიზე ერთად ისვენებდა.

წყვი­ლი ოფიციალურად რამდენიმე თვის წინ დაშორდა, და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი კი ღა­ლა­ტია – რე­პერს 18 წლის ეკა­ტე­რინ­ბურ­გელ გო­გო­ნას­თან, ია­ნას­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა.

გუფი ცდი­ლობ­და, რო­მა­ნის შე­სა­ხებ ქე­თას არა­ფე­რი შე­ე­ტყო, თუმ­ცა ია­ნამ მო­ი­სურ­ვა, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი გამ­ხდა­რი­ყო და რე­პე­რის და­შან­ტა­ჟე­ბა და­ი­წყო. გუფ­მა ია­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტა, თუმ­ცა ამ ამ­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლამ შე­ი­ტყო. მას შემდეგ, ყვითელი პრესა აქტიურად საუბრობდა წყვილის შერიგებაზე, თუმცა აქამდე მათ ამის შესახებ არ უსაუბრიათ.

ყველა ახალი ამბავი
0