Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ულამაზესი წყვილი ხართ!“ – ეკა ხოფერია ქმართან ერთად იბიცაზე მიმზიდველად პოზირებს

© Photo: Eka Khoperia / FBეკა ხოფერია მიხეილ ხუჯაძე
ეკა ხოფერია მიხეილ ხუჯაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ეკა ხოფერია და ექიმი მიშა ხუჯაძე ზაფხულის ცხელ დღეებს ერთად ატარებენ. 2019 წლის ზაფხული ეკასთვის დაუვიწყარი და გამორჩეული აღმოჩნდა, მან ქმართად ერთად ბოდრუმსა და იბიცაზე დაისვენა. ნახეთ რას წერს ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ ტელეკომპანია „იმედში“ ბოლო სამსახური დატოვა, მისი ცხოვრება ახალი გამოწვევების ფონზე განვითარდა. ტელევიზიის გამოჩენილი სახე ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ეკამ ჟურნალის შეფ-რედაქტორობას მოჰკიდა ხელი. მან ჟურნალი „სითი“ დააფუძნა, რომელიც 9 წელია ბაზარზე დიდი წარმატებით სარგებლობს.

ეკა ხოფერია და მისი მეუღლე მიშა ხუჯაძე 12 წელია, რაც ერთად ცხოვრობენ. წარმატებული ჟურნალისტის მეუღლე პროფესიით ექიმია. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, წყვილი სამ შვილთან ერთად ინტენსიურ ურთიერთობასა და საოჯახო ვითარებაში დროის გატარებას ყოველთვის ახერხებს.

როგორც ეკას პირადი გვერდიდან ირკვევა, ცოლ-ქმარს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. წელს ჟურნალისტს 47-ე წელი შეუსრულდა. იუბილე თბილ გარემოში აღნიშნა და მეუღლესთან ერთად სტუმრების თანდასწრებით სიმღერაც შეასრულა.

პოპულარული ტელეწამყვანი მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთ ისვენებს. ამჯერად ეკა ხოფერიამ დასასვენებლად ცეცხლოვან კუნძულ იბიცას მიაკითხა ქმართან ერთად. ეკა და მისი მეუღლე დაუვიწყარ დროს ატარებენ, რასაც ეკა Instagram-ზე აქვეყნებს. „ვიდრე რამე ხეირიანი და ახალი ფოტო გადამიღია იყოს ეს, აღმნიშვნელი ჩემი საოცარი ზაფხულის დასასრულის!" – წერს ეკა.

ყველა ახალი ამბავი
0