Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბერა ივანიშვილმა ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა – ნახეთ როგორ გამოიყურებოდა მილიარდერის ვაჟი

© beraofficial / Instagramბერა ივანიშვილი უმცროს ძმასთან ერთად
ბერა ივანიშვილი უმცროს ძმასთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ხვდება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის ყველაზე პოპულარული და საზოგადოებისთვის მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.

მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს და ეკატერინე ხვედელიძეს ოთხი შვილი ჰყავთ – სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. თითოეული მათგანი საზღვარგარეთ სწავლობს ან ცხოვრობს. უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან. ბერას და ცოტნეს განსაკუთრებულად მეგობრული და თბილი ურთიერთობა აკავშირებთ. ისინი სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩნდებიან. როგორც ჩანს, ბერა მას ინტენსიურად ავარჯიშებს და ხელოვნებისადმი სიყვარულს ასწავლის.

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი 1994 წლის 23 დეკემბერს პარიზში დაიბადა. საზოგადოებისთვის ბერას შემოქმედება კარგადაა ცნობილი. მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორი აქტიურად იყო ჩართული "ქართული ოცნების" პოლიტიკურ კამპანიაში. 2011 წლის შემოდგომაზე მან მამამისისა და მისი პოლიტიკური გუნდის მხარდასაჭერად მუსიკალური კლიპი "ქართული ოცნება" გამოუშვა.

ცნობილია, რომ მუსიკალურ კარიერასთან ერთად ბერა ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ის მფლობელიც იყო, თუმცა 2017 წლის 1 თებერვალს ტელევიზია „იმედი ჰოლდინგს“ მიჰყიდა. შედეგად GDS-ის 100%-იანი წილის მფლობელი ამჟამად ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძეა. ბერა ივანიშვილის მიერ შექმნილი მუსიკა ტელევიზიასა და რადიოში არ ისმის. მომღერლის თქმით, შოუ-ბიზნესის მარკეტინგული გათვლები მისთვის საინტერესო არ არის. თავად ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, შევა თუ არა ბერას მიერ შექმნილი მუსიკა მსოფლიო მუსიკის ისტორიაში.

 

მიუხედავად ამისა, მუსიკოსი საკუთარ YOUTUBE–არხზე ძვირადღირებულ ვიდეოკლიპებს ინტენსიურად იღებს. გამოქვეყნებულ კლიპებს 26 მილიონამდე ნახვა აქვს, რაც საქართველოსთვის წარმოუდგენელია. შესაბამისად, ბერას სოციალური ქსელის ნახვის მაჩვენებლებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალბედა შემსრულებელს საზღვარგარეთ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომლებიც მას თბილი კომენტარებით და უამრავი კომპლიმენტით ეხმაურებიან.

ყველა ახალი ამბავი
0