Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჯანეტს სასწაული მოთხოვნები აქვს?“ – ნოე მეუღლის ფეხმძიმობას თბილი სიტყვებით ეხმაურება

© Photo: Janet Kerdikoshvili / FBჯანეტ ქერდიყოშვილი
ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი პოპულარული ქართველი წყვილი მალე მშობლები გახდებიან. თაყვანისმცემლებმა ნოეს და ჯანეტის საიდუმლოს ფარდა ახადეს. ჯანეტს საბერძნეთიდან გამოქვეყნებულ ფოტოზე წამოზრდილი მუცელი ეტყობა. ნოე სოციალურ ქსელში Instagram-ის „ფოლოვერებს“ პასუხობს.

ნოე სულაბერიძეს სულ მალე მესამე შვილი გაუჩნდება მესამე ცოლისგან. ცნობილი პროდიუსერი და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი ივნისში დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა და ქორწილი რესტორან „ბაგრატიონში” გადაიხადა, სადაც უამრავმა ცნობილმა სახემ მოიყარა თავი. მანამდე მთელი თბილისი ნოესა და „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობ მარიშკა ჯავახაძის რომანტიკულ ურთიერთობაზე ლაპარაკობდა.

ნოეს პირველი ვაჟი ალექსანდრე რუსკა მელაძისგან ჰყავს, რომელიც შვედეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ხოლო გოგონა ლიზი – „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ ეკა სამხარაძისგან. ბავშვები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ღვიძლი და-ძმასავით ურთიერთობა აქვთ, ამიტომ ვერავის შეაქვს ეჭვი, რომ სხვადასხვა დედა ჰყავთ. მალე მათ მესამე ნახევარძმა ან და ეყოლებათ.

ნოემ გადაწყვიტა Instagram-ზე ფანების დასმულ შეკითხვებს უპასუხოს. ალბათ პროფესიულ კარიერაზე, თოქ-შოუ "პრაიმ შოუსა" და ნოეს პირად ცხოვრებაზე „ინბოქსში“ უამრავი კითხვა დაუსვეს. მათ შორის გამორჩეულად თბილი პასუხი ერთ-ერთმა კითხვამ დაიმსახურა. სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნოეს ჯანეტის ფეხმძიმობაზე ჰკითხა.

„ორსულებს რომ ახასიათებთ, ჯანეტს აქვს სასწაული მოთხოვნები?“ – წერს წყვილის თაყვანისმცემელი. ნოე, თავის მხრივ, გულახდილად პასუხობს – „ამ მდგომარეობაშიც უსაყვარლესია“ და პასუხს მოდელის ფოტო დაურთო, რომელიც, სავარაუდოდ, სანტორინიშია გადაღებული. ქართველი პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ულამაზეს მეუღლესთან ერთად ძალიან ბევრ ფოტოს აქვეყნებს. ისინი ევროპის სხვადასხვა ულამაზეს ქვეყანაში ერთად მოგზაურობენ.

ყველა ახალი ამბავი
0