Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ძველ ნუკისაც აჯობე“ – კოშკელიშვილის სექსუალურმა ტანმა თაყვანისმცემლების შოკი გამოიწვია

© courtesy of Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ნუკი კოშკელიშვილი ქართველ ვარსკვლავებს შორის სოციალურ ქსელში ყველაზე აქტიურია. საზოგადოებამ კარგად იცის ნუკის პირადი ცხოვრება, მისი მეუღლის პროფესია და შვილის ავადმყოფობაც კი.

მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ტელეწამყვანი შტატებში დაოჯახდა და მალე ვაჟი შეეძინა. ამის შემდეგ მის მიმართ ყურადღება არ წყდება. ფეხმძიმობისას წონაში მოიმატა და, როგორც ჩანს, ეს აკომპლექსებს. სოციალურ ქსელში ჭარბწონიანი ქალები მისი დიეტებისა და პოსტების ირგვლივ გაერთიანდნენ, რათა ნუკისთან ერთად არასასურველი კილოგრამები მოიშორონ.

ყოფილმა მოდელმა, როგორც თავად აღნიშნავს, 8 კილოგრამი დაიკლო. ამ შედეგამდე ნუკი დიდი ძალისხმევის შედეგად მივიდა და სიხარულს ყველას უზიარებს. ფეხმძიმობის შემდეგ მსახიობი ახალი გამოწვევების წინაშე იყო. ამიტომ ახლა, არასასურველი კილოგრამების დაკლების შემდეგ სექსუალური ფოტოსესია გამართა. პიკანტურ ფოტოებზე ნუკის რადიკალური ცვლილება კარგად ჩანს.

შავ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი მსახიობი ზღვაზე პოზირებს. ნუკიმ გრძელი ფეხები, უკვე ტანწერწეტა ტანი და მიმზიდველი მკერდი თამამად გამოაჩინა და თაყვანისმცემლების გაოცება დაიმსახურა. მანამდე ნუკის გათხოვებას და მშობიარობას ცელულიტი, არასასურველი კილოგრამები, დეპრესია და ამ ყველაფერთან ბრძოლა მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ძალები მოიკრიბა და სასურველ წონამდე მივიდა.

მის პოსტებს მუდამ დიდი გამოხმაურება მოსდევს, მაგრამ ბოლო ფოტოსესიამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. ნუკიმ თაყვანისმცემლებისა და სოციალური ქსელის მეგობრების მხრიდან უამრავი კომპლიმენტი მიიღო. სწორედ ეს იყო მსახიობის მიზანი. მის უახლეს ფოტოებს 8 ათასზე მეტი მოწონება აქვს.

ნუკი კოშკელიშვილის ცვლილებას მის მიკრობლოგში ქართველი და ამერიკელი მეგობრები ასე ეხმაურებიან: „საოცრება ხარ! ბავშვობიდან ჩემი კუმირი იყავი!“; „ისე გახდი, მინდა გაჭამო“; „როგორ გგულშემატკივრობდი! მთავარი მონდომებაა... შეუდარებელი ხარ!“

ყველა ახალი ამბავი
0