საქართველოში პროფგადამზადების მორიგი ეტაპი იწყება

© Pixabay / WokandapixШкольные парты в классе в школе
Школьные парты в классе в школе - Sputnik საქართველო
გამოწერა
კურსების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 12 სექტემბრიდან დაიწყება და 20 სექტემბრამდე (ჩათვლით) გაგრძელდება.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მორიგ ეტაპს იწყებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ლიბერთი ბანკი - Sputnik საქართველო
რატომ დატოვეს დაგროვებითი პენსიის სქემა დასაქმებულებმა

პროფესიულ კურსებზე სწავლის ყველა მსურველს სააგენტო სპეციალურ ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1 ათას ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კი 1,5 ათას ლარს შეადგენს. მოქმედებს მოკლევადიანი კურსები, რომლებიც ორიდან ოთხ თვემდე გრძელდება.

მომზადება-გადამზადების პროგრამები ქვეყნის შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც ის 41 პროფესია გამოავლინა, რაზეც მოთხოვნა ყველაზე მაღალია. ამ პროფესიებს შორისაა: გიდი, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, შემდუღებელი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი, ბარმენი, ვებ-პროგრამისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი და სხვ.

მოკლევადიანი კურსების გავლას მსურველები 24 კერძო და სახელმწიფო აკრედიტებულ, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეძლებენ.

სამუშაოს მაძიებელმა რეგისტრაციისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად. სწავლის დასაფინანსებლად სპეციალურ ვაუჩერებსაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ. აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სოციალურად დაუცველის და დევნილის სტატუსის მქონე პირებს.

გლდანის პროფესიული კოლეჯი - Sputnik საქართველო
პროფსასწავლებლებში მსურველების რეგისტრაცია დაიწყო

კურსების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 12 სექტემბრიდან დაიწყება და 20 სექტემბრამდე (ჩათვლით) გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი 25 სექტემბერს დაიწყება.

საქართველოში სახელმწიფოს დახმარებით ბოლო წლების განმავლობაში დასაქმება დაახლოებით 5 ათასმა ადამიანმა შეძლო. სტატისტიკა განსაკუთრებით 2018 წელს გაიზარდა, როდესაც დასაქმება 1,8 ათასზე მეტმა ადამიანმა შეძლო.

ვებ-გვერდი worknet.gov.ge საქართველოს მთავრობამ უმუშევრობასთან ბრძოლის მიზნით შექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ვაკანსიები იპოვოს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2018 წელს უმუშევრობის დონე ქვეყანაში 1,2%-ით შემცირდა და 12,7% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0