Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ყოფილი ფეხბურთელი მოცეკვავე იყო? – კახა კალაძის უცნობი ფოტოები

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 6 ივლისამდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, 2017 წლის 13 ნოემბრიდან თბილისის მერია.

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე Instagram-ის „სთორიში“ წლების წინ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

კახა კალაძე 1978 წელს სამტრედიაში დაიბადა. მისი მამა კარლო კალაძე სამტრედიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტიც იყო. 11 წლის ასაკში კალაძემ სწორედ სამტრედიის „ლოკომოტივის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში ფორვარდის პოზიციაზე.

ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 6 ივლისამდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, 2017 წლის 13 ნოემბრიდან თბილისის მერია. სპორტული კარიერის მანძილზე თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად.

2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი. „მილანში“ ჩარიცხვამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (1993–1997) და კიევის „დინამოში“ (1998–2001) თამაშობდა. კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ. სპორტული კარიერა 2012 წელს დაასრულა.

2013 წლის 31 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ შედგა მისი გაცილების მატჩი პროფესიული ფეხბურთიდან, რომელშიც ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი, მატიე ფლამინი, ფილიპო ინძაგი, ანდრეი შევჩენკო, ალექსანდრ შოვკოვსკი, ფაბიო კანავარო, ფაბიო გროსო, ლუკა ტონი, შოთა არველაძე, სტეფანო ერანიო, გიორგი დემეტრაძე, ჯუზეპე ფავალი, ლევან კობიაშვილი, ჯუზეპე პანკარო, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, პეტრო ვერხოვოდი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

შეხვედრას 54 ათასი მაყურებელი დაესწრო. კახა იტალიელმა ჟურნალისტებმა შეაფასეს, როგორც „მილანის“ დაცვის ბურჯი და ქართული ფეხბურთის ისტორიული ფიგურა.

კალაძე დიზაინერ ანუკი არეშიძეზეა დაქორწინებული. 13 წელია ერთად არიან და ოთხი ვაჟი ჰყავთ. მეოთხე – ნიკოლა კალაძე წყვილს 2018 წლის 4 სექტემბერს შეეძინა საფრანგეთში. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე – კახაბერი – 7 წლის, ვაჩე კი – 5-ის. ცოტა ხნის წინ წყვილმა ჯვარიც დაიწერა და უფროსი ვაჟები მონათლა.

ყველა ახალი ამბავი
0