https://sputnik-georgia.com/20190909/tika-pacacia-fotoebi-dasveneba-246450113.html
„ვოგის“ ყდაზე იქნებით?“ – თიკა ფაცაციას მდიდრული დასვენება გაგაოცებთ
„ვოგის“ ყდაზე იქნებით?“ – თიკა ფაცაციას მდიდრული დასვენება გაგაოცებთ
Sputnik საქართველო
თუ კარგად დაფიქრდებით, გაგახსენდებათ, რომ კარიერის მანძილზე თიკა სკანდალებში არ გახვეულა. ფაცაციას ფერადმა ფოტოებმა ბევრი კომპლიმენტი დაიმსახურა. ნახეთ, ვისთან... 09.09.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-09-09T16:02+0400
2019-09-09T16:02+0400
2021-10-19T17:06+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24627/51/246275103_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_4f6b29ee1c9764c8d74a9e9e6542bfc4.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24627/51/246275103_0:0:1000:751_1920x0_80_0_0_b2ffa3ea02a526dfb27c9e6dcb837e01.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
„ვოგის“ ყდაზე იქნებით?“ – თიკა ფაცაციას მდიდრული დასვენება გაგაოცებთ
16:02 09.09.2019 (განახლებულია: 17:06 19.10.2021) თუ კარგად დაფიქრდებით, გაგახსენდებათ, რომ კარიერის მანძილზე თიკა სკანდალებში არ გახვეულა. ფაცაციას ფერადმა ფოტოებმა ბევრი კომპლიმენტი დაიმსახურა. ნახეთ, ვისთან ერთად და სად ისვენებს გამოჩენილი ტელეწამყვანი...
ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, მომღიმარი, ულამაზესი ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი გულგრილს არავის ტოვებს. თიკა ფაცაციას ყოველდღიური ცხოვრება ყველას აინტერესებს. მისი მიმზიდველი გარეგნობა, ჩაცმულობა, დახვეწილი მანერები და საუბრის სტილი უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. და ასეც არის... თიკას ტელეეკრანზე გამოჩენა დიდი ზეიმია და გადაცემას რეიტინგიც შესაბამისი აქვს.
ყოფილმა მომღერალმა 2019 წლის ზაფხული რამდენიმე ადგილზე გაატარა. ნამდვილად გასაოცარი შვებულება მოიწყო – შვილებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვია, ხოლო ცნობილ მეგობრებთან ერთად იდეალურ კუნძულ კვიპროსზე დაისვენა. ფოტოებითაც ნათლად ჩანს, რომ მეგობრებმა კონოს პლაჟზე დაუწვიყვარი დღეები გაატარეს. ამას მათი ფერადი და თვალწარმტაცი ფოტოებიც ადასტურებს.
თიკა ფაცაცია კვიპროსში მოდელ მეგობრებთან ერთად გაემგზავრა. მას თან ახლდნენ Tbilisi Fasion Week-ის, ასევე სამოდელო სააგენტო GEOMODELS AGENCY-ს დამფუძნებელი თაკო ჩხეიძე და თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო რესტორნების ქსელის მფლობელი და ყოფილი მოდელი ლიკა კვარაცხელია. მათ გასაოცარ დასვენებას და ამის ამსახველ ფოტოებს თიკას გვერდზე 4 ათასამდე მოწონება აქვს.
აშკარაა, რომ თიკა საბერძნეთის ლამაზი მხარით მოხიბლულია. სხვადასხვა გამორჩეულ ადგილებში მოხდენილად პოზირებს და შეუდარებელ ფოტოებს მის მეგობრებს Instagram-ზე უზიარებს. 2019 წლის ზაფხულის სეზონი თიკა ფაცაციამ სწორედ ამ პოზიტიური სურათებით დაასრულა.