Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„იშვიათად ნახავ ასეთ ბავშვს“ – რას წერენ ლელა წურწუმიას თაყვანისმცემლები მის ქალიშვილზე

© Photo: Lela Tsurtsumia / FBლელა წურწუმია
ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მოკაშკაშე ვარსკვლავს და ერთ-ერთ გამოჩენილ პოპ-დივას ერთი ქალიშვილი ჰყავს. მამულიჩა და ლელა  წლების წინ დაქორწინდნენ და ქალიშვილი მარიკო შეეძინათ.

ლელა წურწუმიას პატარა, მეგობრული ოჯახის მიმართ მსმენელის გულთბილი დამოკიდებულება პოპ-დივას ირგვლივ ყოველთვის იგრძნობა. გარდა მოხშირებული კონცერტებისა, ლელა წურწუმიამ აქტიურობას სოციალურ ქსელშიც მოუხშირა. ამის გათვალისწინებით, მომღერლის მიკრობლოგი უამრავი დადებითი კომენტარით ივსება. ლელა გულწრფელ თაყვანისმცემლებს უპასუხოდ არ ტოვებს.

მამულიჩას პირველი უიღბლო და ხანმოკლე ქორწინებიდან ერთი ვაჟი – ნიკოლოზი ჰყავს. სულ ცოტა ხნის წინ პროდიუსერი ბაბუა გახდა. ლელას და მის გერს – მამულიჩას სიმპათიურ ბიჭს ძალიან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ, რაც საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. როგორც ჩანს, ლელა ოჯახის ახალ წევრებთან – რძალთან და შვილიშვილთანაც კარგ დროს ატარებს და ამას სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

ლელას პარალელურად მამულიჩაც გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით. მის გვერდზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ვარსკვლავებთან გადაღებული სახალისო ფოტო-ვიდეოები. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მისი ოჯახის წევრები იქცევენ. ამის მაგალითია კახა მამულაშვილის მიერ ქალიშვილთან ერთად გადაღებული უახლესი ფოტო. 17 წლის მარიკოს მამამ ფოტოს „ტყუპები“ დააწერა. და მართლაც, მამა-შვილის გარეგნობაში დიდი მსგავსებაა.

მარიკო მამულიჩას დედასთან ნანა ტრაპაიძესთან იზრდებოდა. გარკვეული პერიოდის მანძილზე ბებია-ბაბუასთან ცხოვრობდა და, მიუხედავად მშობლების მონატრებისა, მათი ურთიერთობა რთული გამოწვევების წინაშე არასდროს იდგა. მათ თბილ დამოკიდებულებას და ერთად გატარებულ დროს დიდი გამოხმაურება მოჰყვება.

კახი მამულაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც ის და მარიკო ერთად პოზირებენ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა თინეიჯერი გოგონას თავმდაბლობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ცნობილების გოგონა არ არის გათამამებული. სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს: „ასეთ ბავშვს იშვიათად ნახავ, მშობლების ცნობადობა თავში რომ არ აქვს ავარდნილი...“ ლელას და მამულიჩას საერთო ქალიშვილი მარიამ მამულაშვილი 2002 წლის 17 თებერვალს შეეძინათ. „პატარა მამულიჩა“ – ხშირად ასე უწოდებენ მარიკოს. გოგონა ცნობილი დედ-მამის გასტროლებზე ხშირად ჩნდება.

ყველა ახალი ამბავი
0