საშიში გაზდანადგარები: კომპანია ქსელიდან მასიურ ჩახსნას აგრძელებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliელიავას ბაზრობა
ელიავას ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაფრთხილების მიუხედავად, თბილისელები კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარებით სარგებლობას აგრძელებენ

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისის ენერჯის" თანამშრომლებმა აგვისტოში ქსელიდან 2,4 ათასზე მეტი საშიში გაზდანადგარი ჩახსნეს, ნათქვამია კომპანიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, მათ შორის, უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარებია. აღნიშნული დანადგარების დიდი ნაწილი ხელმეორედ ჩაიხსნა, რადგანაც კონკრეტულმა აბონენტებმა არ გაითვალისწინეს კომპანიის თანამშრომლების რეკომენდაციები და გაფრთხილებები და თვითნებურად დააერთეს ქსელს.

„კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ: კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, განსაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ასევე – თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც", - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიამ მადლობა გადაუხადა აბონენტებს, რომლებმაც სპეციალისტების რჩევები გაითვალისწინეს, შეცვალეს ან შეამოწმეს შიდა კომუნიკაციები და გაზდანადგარები.

აგვისტოს მონაცემების თანახმად, უსაფრთხოების დარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა ისანი-ვაზისუბნის რაიონში, ყველაზე ნაკლები კი წყნეთში.  

თბილისის რაიონი ჩახსნილი გაზდანადგარების რაოდენობა
ისანი-ვაზისუბანი 492
სანზონა 308
ჩუღურეთი 294
სამგორი 653
წყნეთი 9
გლდანი 42
კრწანისი 81
საბურთალო 42
ნაძალადევი 219
ნუცუბიძე 84
დიდუბე 55
დიღომი 64
ვაკე 78
მთაწმინდა 34

   

 

ყველა ახალი ამბავი
0