აბიტურიენტების აქცია: უმაღლეს სასწავლებლებს მიღმა დარჩენილები ჩარიცხვას ითხოვენ

© photo: Sputnik / Stringerსტუდენტების საპროტესტო აქცია თსუ-სთან
სტუდენტების საპროტესტო აქცია თსუ-სთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდები იმ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ითხოვენ, რომლებშიც თავისუფალი ადგილები დარჩა

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. რამდენიმე ასეულმა აბიტურიენტმა, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ, განათლების სამინისტროსთან პარასკევს საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციაში 600−მდე აბიტურიენტი მონაწილეობდა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში მინიმალური ბარიერი გადალახეს, მაგრამ უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ იმის გამო, რომ აირჩიეს პროგრამები, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო.

 „აბიტურიენტებმა ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, გადალახეს მინიმალური ბარიერი ყველა სავალდებულო საგანში, მაგრამ ვერ გააკეთეს არჩევანი, ანუ ვერ გამოიცნეს ის უმაღლესი სასწავლებლები, რომლებშიც მიღებული ქულებით სწავლას გააგრძელებდნენ“, – განუცხადა „Sputnik საქართველოს“ აბიტურიენტების ადვოკატმა დავით ბესტავაშილმა.

მისი თქმით, ყველა სამართლებრივი სახელმწიფოს ვალდებულებაა, ზედმიწევნით ზუსტად გაწეროს კანონი – ესა თუ ის ქმედება, რომლის დარღვევისთვისაც ადამიანს გარკვეული სანქცია დაეკისრება. ბესტავაშვილის მტკიცებით, გამოცდების მარეგულირებელ ინსტრუქციაში არ წერია, რომ თუ აბიტურიენტი შესაბამის არჩევანს ვერ გააკეთებს, სტუდენტობის უფლებას დაკარგავს. 

აბიტურიენტები გამოცდის წინ - Sputnik საქართველო
ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები: რამდენ აბიტურიენტს შეეცვალა შეფასება

 „ამ ცნობარში ასეთი სამართლებრივი უზუსტობა აღმოვაჩინე... როდესაც ბავშვებს ვესაუბრები, ყველა მეუბნება, რომ დარწმუნებული იყო, უმაღლესში ჩააბარებდა“, – განაცხადა ბესტავაშვილმა.

აბიტურიენტები და მათი ადვოკატი განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისგან პასუხსა და მოქმედებას ელიან. ისინი ითხოვენ სტუდენტების ჩარიცხვას იმ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებშიც, გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით, სწავლას შეძლებენ.

ბესტავაშვილმა მთავრობასა და პარლამენტს გაუგზავნა შესაბამისი პეტიციაც, რომელსაც სამი ათასი მოქალაქე აწერს ხელს.

ხელისუფლების პასუხი

აბიტურიენტებს, რომლებმაც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება ვერ შეძლეს, საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე შეხვდა. 

აუდიტორია - Sputnik საქართველო
ცვლილებები ეროვნულ გამოცდებზე: საგანი, რომელსაც აბიტურიენტები 2020 წლიდან აღარ ჩააბარებენ

მისი სიტყვებით, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ, როგორი კონკურსი იყო მათ მიერ არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. მათ შეეძლოთ ასევე გადაწყვეტილების შეცვლა ქულებისა და აპელაციების შედეგების მიღების შემდეგ.

 „ჩვენ, რასაკვირველია, ძალიან გვაღელვებს თითოეული აბიტურიენტის ბედი, რომელმაც სხვადასხვა მიზეზით, წელს ვერ მიიღო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების უფლება. განსაკუთრებით მათი, ვინც ბარიერი გადალახა და ჩაბარება ვერ შეძლო. იმისათვის, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან აგვეცილებინა, წელს, გაზაფხულზე, მთელი საქართველოს მასშტაბით ღია კარის დღეები ჩავატარეთ და ვაწარმოეთ საინფორმაციო კამპანია, რათა აბიტურიენტები მაქსიმალურად ინფორმირებული ყოფილიყვნენ“, – აღნიშნა გორგოძემ.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, ყოველ წელს რჩება აბიტურიენტების ნაწილი, რომლებიც ირჩევენ პროგრამებს, სადაც ძალიან მაღალი კონკურსია და ამის გამო უმაღლესებში მოხვედრას ვერ ახერხებენ. 

სოფო გორგოძე - Sputnik საქართველო
გორგოძე: ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო გრანტი 6 546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა

მისაღები გამოცდები

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად საქართველოში სტუდენტი გახდა 28,7 ათასზე მეტი აბიტურიენტი, რაც აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის 71%–ს შეადგენს. შარშან უმაღლესებში აბიტურიენტების 69% ჩაირიცხა.

ამჟამად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ოთხი გამოცდა ბარდება. აქედან სამი – ქართული ენა და ლიტერატურა, უნარები და უცხო ენა – სავალდებულოა, მეოთხე კი არჩევითი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. განათლების სამინისტროს ყველაზე ხმაურიანი გადაწყვეტილება – 2019 წლიდან სკოლის მოწაფეების გამოსაშვები გამოცდების გაუქმება იყო. 2020 წლიდან აბიტურიენტები ოთხის ნაცვლად სამ გამოცდას ჩააბარებენ. გადაწყდა უნარების გამოცდის გაუქმება, რადგან ის სკოლებში არ ისწავლება. აბიტურიენტები უნარებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ ამას რომელიმე უნივერსიტეტი მოითხოვს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0