Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კერძო პლაჟი, სამი დაცვა, მაინც არ მეშვებით პაპარაცებო...“ - სურამელაშვილი პლაჟზე ჩუმად გადაიღეს

© photo: Gia suramelashvili / FBგია სურამელაშვილი
გია სურამელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი გია სურამელაშვილი წლების წინ დაოჯახდა. მომღერალს ერთი ვაჟი, 25 წლის ნუგო სურამელაშვილი ჰყავს, რომელსაც ეკრანზე გამოჩენა არ უყვარს

მომღერალი გია სურამელაშვილი პაპარაცებმა ზღვაზე ბანაობისას დააფიქსირეს, როგორც ჩანს, მომღერალი ამ ფაქტმა ძალიან გააბრაზა და იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი მომღერალი გია სურამელაშვილი შეყვარებულს დაშორდა, მის გარშემო ახალი ჭორები აგორდა, რასაც საფუძველი სოციალურ ქსელში მისი და ჟურნალისტ ნინო ადამაშვილის ერთობლივმა ფოტოებმა და ვიდეოებმა ჩაუყარა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები ინტერესდებიან, რა აკავშირებს ამ ორს, თუმცა ჯერჯერობით ორივე დუმს. ცოტა ხნის წინ გია სურამელაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ინტიმური ვიდეო დადო, სადაც ნინო ადამაშვილთან ერთად ცეკვავს.

ერთ დროს ცნობილი და ყველასათვის საყვრელი მომღერალი გია სურამელაშვილი გულახდილობით გამოირჩევა. სხვა ვარსკვლავებთან შედარებით მედიასთან კომუნიკაცია ძალიან ხიბლავს და ნებისმიერ გადაცემაში საზეიმო განწყობას ქმნის.

გია სურამელაშვილის პოპულარობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ესროდა, გია კი ფილარმონიის დარბაზს ავსებდა. მასზე შეყვარებული ქალბატონები ცრემლებს და ემოციურ შეძახილებს არ იშურებდნენ.

იუმორით აღსავსე შემსრულებელი საკუთარ ემოციებს არასდროს მალავს. გულწრფელობით გამოირჩევა და ამიტომ მასთან ურთიეთობა ადვილია. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მეგობრებს ეხება. პირად ურთიერთობაში გია საკმაოდ მომთხოვნი და მკაცრია. თავად აღნიშნავს, რომ ხშირად უხეში ხდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0