2020 წლისთვის პეტრას ციხეს ტურისტებისთვის კეთილმოაწყობენ

გამოწერა
ციხე, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ააგო, მალე ახალი ტურისტული ატრაქცია გახდება.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. პეტრას ბიზანტიური ციხე, რომლის კარგად შენახული ნანგრევები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს, მალე ტურისტული ობიექტი გახდება, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მუცო - Sputnik საქართველო
უნიკალური ციხე-სოფელი მუცო შესაძლოა „ევროპა ნოსტრას" მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდეს

ციხე ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ააგო. ხანგრძლივი ალყის შემდეგ კარგად გამაგრებული ქალაქი სპარსელებმა ჩაიგდეს ხელში. სპარსელებმა ომი წააგეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბიზანტიელებმა ციხე დაანგრიეს.

ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის შედეგად ციხის ტერიტორიაზე მოეწყობა შშმ პირებზე ადაპტირებული ბილიკები, გაჩნდება ვიზიტორთა ცენტრი, კაფე, საექსპოზიციო სივრცე და ავტოსადგომი.

„უახლოეს დღეებში პეტრას ციხეზე ჩვენ ვიწყებთ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტს. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, რაც მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული ტურისტებზე. გაჩნდება ახალი სივრცეები. პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც იქნება ახალი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ტურისტული ობიექტი", – განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.

GEO აჭარაში პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
ბიზანტიური კვალი საქართველოში: პეტრას ციხის უნიკალური აღმოჩენა

სამუშაოები, სავარაუდოდ, 2020 წელს დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 1 750 ათასი ლარია.

პეტრა — ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე-სიმაგრეა. აღნიშნული ტერიტორია, რომელსაც გააჩნდა უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობა, ისტორიულად ლაზების დასახლებას წარმოადგენდა.

ყველა ახალი ამბავი
0