Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ლამაზი ხარ!“ – ლელა წურწუმია უმაკიაჟო კესარია აბრამიძეს ეხმაურება

გამოწერა
კონკურენციის მიუხედავად ცნობილი ქართველები ძალიან მეგობრობენ. შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების ახლო ურთიერთობას უამრავი ადამიანი განიხილავს, ბევრის ერთად გამოჩენა კი გაკვირვებას იწვევს. ლელას და კესოს დუეტი განსაკუთრებულად აღსანიშნავია.

პირველი ტრანსგენდერი ქართველი ქალი, რომელმაც ხმამაღლა ისაუბრა საკუთარ პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე, კესარია აბრამიძე იყო. წლების წინ ადამიანების დამოკიდებულება მის მიმართ არაერთგვაროვანი იყო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კესარია აბრამიძის მიმართ დროთა განმავლობაში ყურადღება იმატებდა. ადამიანების მოჭარბებულმა ყურადღებამ კესარია აბრამიძე სუპერ ცნობადი გახადა.

ცნობად სახეს ცნობადი მეგობრები ჰყავს. კესარია ისეთი ქართველი ვარსკვლავების გარშემო ტრიალებს, რომლებიც მის პირად ცხოვრებაში არ ერევიან და, პირიქით, ბევრ რამეში ეხმარებიან. ასეთი აღმოჩნდა ლელა წურწუმია.

სოციალურ ქსელში ლელას და კესარიას ერთად გამოჩენამ უამრავი ადამიანის დადებითი და ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია. ზოგი კესარიას აკრიტიკებდა, უფრო მეტი კი ლელა წურწუმიას. მიუხედავად ამისა, ცნობადი სახეები ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ლელა კესარიას ფოტოებს დიდ ყურადღებას აქცევს და კომენტარებს არ აკლებს. კესარიას უახლეს ფოტოს პოპ-დივა თბილი სიტყვებით გამოეხმაურა. მომღერალმა კესარიას ლამაზი უწოდა.

მოგეხსენებათ, კესარია აბრამიძე ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილეობდა. როგორც ფოტომოდელი აღნიშნავს, ეროვნული სამოსის ტურზე ქართული ტრადიციული კაბა უნდა წარედგინა, მაგრამ საქართველოში სხვადასხვა მოდის სახლებში მისულს, კესარიას უარი განუცხადეს და ეროვნული სამოსი „მის ტრანს ვარსკვლავის“ კონკურსზე არ გაატანეს.

ლელა წურწუმიამ კესარიამ დახმარების ხელი გაუწოდა და ბევრ ადამიანს გული აუჩუყა. ქართველმა პოპ-დივამ კესარიას ტრადიციულ სტილში შექმნილი მწვანე კაბა ათხოვა, რომელიც მისი აღმოჩნდა. აქედან დაიწყო მათი აქტიური მეგობრობა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ერთად გამოჩენა.

ყველა ახალი ამბავი
0