Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

შორენა ბეგაშვილის სექსუალურ ფოტოს მამულიჩა ეხმაურება – რა ურთიერთობა აკავშირებთ შოუ-ბიზნესის წევრებს?

© Photo: Shorena Begasvhili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლოვანმა შორენა ბეგაშვილმა მორიგი პიკანტური ფოტოგადაღება თაყვანისმცემლებს გაუზიარა. საზოგადოებაში სექს-სიმბოლოდ აღიარებული მსახიობი ეროტიკულ სცენებს თავს არ არიდებს.

შორენა ბეგაშვილის პირადი ცხოვრება ქართული შოუ-ბიზნესით გატაცებულ ადამიანებს ძალიან აინტერესებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები სხვადასხვა თემებზე დუმილს არ არღვევენ, მათი სოციალური ქსელი ბევრ ფაქტორზე მეტყველებს. შორენა ბეგაშვილის მოკრძალებული Instagram-ის 6 ხელმომწერი ერთგვარი წყაროა.

სოციალურ ქსელში აქტიურ მსახიობს მხოლოდ მამულიჩა, შეყვარებული და კომპანიები ჰყავს დამეგობრებული, რომლებთანაც ინტენსიურად თანამშრომლობს. ეს ერთგვარი ვარსკვლავური ტრენდია. ამერიკელ და ევროპელ ცნობად სახეებს სოციალურ ქსელში მხოლოდ უახლესი ადამიანები ჰყავთ ხელმომწერები.

როგორც აღვნიშნეთ, ადამიანის სოციალური ქსელი მასზე ან მის ურთიერთობებზე ბევრად მეტს მეტყველებს, ვიდრე მცირედი ინტერვიუ. ირკვევა, რომ მამულიჩას ქართულ შოუ-ბიზნესში უამრავი ცნობილი მეგობარი ჰყავს. მათ შორის არიან დიზაინერი ბიჭოლა, მაკა ზამბახიძე და მისი ახალი პარტნიორი, კესარია აბრამიძე, ნინი ბადურაშვილი და სხვები. მამულიჩას და ლელას ვარსკვლავურმა წყვილმა ვარსკვლავები გარშემო შემოიკრიბა.

შორენა და მამულიჩა ერთად ხშირად ჩნდებიან. შორენას მიერ გაზიარებულ ცეცხლოვან ფოტოზე, რომელზეც ვარსკვლავს მკერდთან მოხატული ტატუ უჩანს, მამულიჩამ დაუკომენტარა – „რა კარგი ხარ!“. ცნობილი მეუღლის მორიგმა სკანდალურმა გამოხმაურებამ ადამიანები გააკვირვა და მათი პირადი ურთიერთობით დაინტერესდნენ. მამულიჩას და შორენას დიდი ხნის მეგობრული და ოჯახური ურთიერთობა აკავშირებთ. ისინი ტელეგადაცემებში საუკეთესო მეგობრების სტატუსით ჩნდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0