Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გათხოვდი და მიმატოვე“ – ნინო ნადირაძე შვილის გათხოვებას ვერ ეგუება

© photo: Nino Nadiradze / FBნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუგა და ნინო კუზანოვების ოჯახში მატებაა. მათ ერთადერთი ქალიშვილი ამ ზაფხულს დააოჯახეს. სოციალურ ქსელში წყვილის ფოტო-ვიდეოები აქტიურად ქვეყნდებოდა. ნახეთ, რა ხდება ოჯახში ბაიას გათხოვების შემდეგ.

ტაბლოიდების ყურადღება რამდენიმე თვეა გუგა და ნინო კუზანოვების ოჯახისკენაა მიმართული. ერთადერთი ქალიშვილის დაოჯახება და მასთან განშორება არც ისე ადვილი აღმოჩნდა გოგონას მშობლებისთვის. მომავალი ექიმის ბაია კუზანოვას მეუღლე გიორგი ბეჟაშვილია.

ნინო ნადირაძემ შვილის ქორწილის დღეს ვიდეომიმართვა ჩაწერა და აღნიშნა, რომ ბაია და ყველა ქალი გათხოვებისთვის ენანება. როგორც აღმოჩნდა, დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ.

ნინო კუზანოვა მჭერმეტყველებით გამოირჩევა. ცნობილ ქართველ ექიმს ძალიან უყვარს სხვადასხვა თემების საჯაროდ განხილვა და საზოგადოების ყურადღების მიქცევა. სოციალურ ქსელშიც დიდი აქტიურობით გამოირჩევა. მან Facebook-ზე მხიარული პოსტი დაწერა: „ვინ არის ოჯახში მთავარი? რა თქმა უნდა, დედა!  დედა კმაყოფილია-ყველა კმაყოფილია, დედა მრისხანებს- დედა აღარ ყავს არავის, არც მამას, მათ შორის...“

გამოქვეყნებულ ფოტოს, სადაც ის და ოჯახში დარჩენილი წევრები – გუგა, ივიკო და ძაღლი არიან გადაღებული, ბაია კუზანოვა გამოეხმაურა. გოგონამ დედას დაუკომენტარა – "და ჩვენ?", რაზეც ნინომ შვილს გულის ამაჩუყებელი პასუხი დაუბრუნა: „შენ გათხოვდი და მიმატოვე...“

ყველა ახალი ამბავი
0