თბილისიდან ბათუმამდე დამატებითი მატარებელი დაინიშნა

© photo: Sputnik / Stringerმატარებელი თბილისი-ბათუმი
მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისიდან გამგზავრება 12:40 საათზე, Black Sea Arena-ს ბაქანზე ჩასვლა 17:25 საათზე

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. 1 სექტემბერს მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილის“ ნახვის მსურველთათვის წარმოდგენის დღეს დაინიშნა დამატებითი მატარებელი თბილისი-ბათუმი-თბილისი, რომელიც Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

ლეგენდარული ანსამბლ „ივერიას“ ცნობილი მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს სცენაზე 1 სექტემბერს გავა.

მატარებელი - Sputnik საქართველო
რკინიგზელთა გაფიცვა აღარ გაიმართება

თბილისიდან გასვლა 12:400 საათზე, Black Sea Arena-ს ბაქანზე ჩასვლა 17:25 საათზე, ბათუმში ჩასვლა - 18:23 საათზე. ბათუმიდან გასვლა 23:50 საათზე, Black Sea Arena-ს ბაქანზე ჩასვლა 00:38 საათზე, თბილისში ჩასვლა - 05:15 საათზე.

ამასთან ერთად, წარმოდგენის დღეს თბილისი-ბათუმის 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 ნომერი მატარებელი და 2 სექტემბერს №811 ბათუმი-თბილისის მატარებელი Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება.

მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ 40 წლის განმავლობაში თითქმის 800-ჯერ არის ნაჩვენები. ამ დროის განმავლობაში ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის დადგმამ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა.

სატვირთო გადაზიდვებიდან საქართველოს რკინიგზის შემოსავლები გაიზარდა >>

კომპოზიტორი - ალექსანდრე ბასილაია, ლიბრეტოს ავტორები - ჯემალ ბაღაშვილი და ავთანდილ გელოვანი, მხატვრები - ანი ნინუა და ნინო სურგულაძე. დადგმაზე მუშაობდნენ ქორეოგრაფები კოტე ფურცელაძე და ფრიდონ სულაბერიძე.

ყველა ახალი ამბავი
0