Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შენთან ერთად შეუძლებელი არაფერია... მიყვარხარ ცამდე“ – ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილს

© Photo: Guka San / FBლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილი
ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელა კილაძე და გუკა რჩეულიშვილი დაახლოებით სამი წლის წინ შეუღლდნენ.

ლელა კილაძე, რომელიც საზოგადოებამ თბილისის ყოფილ მერთან გიგი უგულავასთან თანაცხოვრების დროს გაიცნო, ამჟამად პროდიუსერ გუკა რჩეულიშვილზეა დაქორწინებული.

ლელა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს და სიყვარულს უხსნის. „You are my love. გუკ უსასრულო სიყვარულს გისურვებ. შენთან ერთად შეუძლებელი არაფერია. მიყვარხარ ცამდე“, – წერს კილაძე.

წყვილის ურთიერთობა სამ წელს ითვლის. მათ საერთო შვილიც ჰყავთ. ლელა კილაძე და გიგი უგულავა 2016 წელს სკანდალურად დაშორდნენ. მაშინ უგულავამ სოციალურ ქსელში სტატუსიც დაწერა და აღნიშნა, რომ მან და ლელამ 6-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ დაშორება გადაწყვიტეს.

„ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ“, – დაწერა გიგი უგულავამ და საზოგადოებას თავისი ოჯახის დანგრევის შესახებ აცნობა. თუმცა, მითქმა-მოთქმას მაინც ვერ ასცდა.

მათ პარალელურად 2016 წელსვე დაშორდნენ ერთმანეთს მსახიობი ნუცა კუხიანიძე და გუკა რჩეულიშვილი. ნუცა ქალიშვილთან კატო რჩეულიშვილთან ერთად საცხოვრებლად ატლანტაში გადავიდა. მაშინ გავრცელდა ჭორები, რომ წყვილის ოჯახი ლელა კილაძის გამო დაინგრა. მართალია, თავდაპირველად ამ ამბავს გუკაც, ლელაც და ვახტანგ რჩეულიშვილიც უარყოფდნენ, მაგრამ ჭორები გამართლდა და უგულავას ყოფილი ცოლი გუკა რჩეულიშვილზე დაქორწინდა.

როგორც ვახტანგ რჩეულიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, ნუცა კუხიანიძეს რთული ხასიათი ჰქონდა და ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახდა.

„მე სულ ვამაყობდი ნუცათი, მისი გარეგნობით, ადამიანობით, მაგრამ ლელა სხვა ტიპია. ბავშვობიდან იდეალური, არაჩვეულებრივი ხასიათი აქვს. ლელა ბევრად უფრო თბილია ურთიერთობაში, გამოხატვაში. ნუცა უფრო ცივია, მაგრამ ამავე დროს, რომ გაგიჭირდება, ნუცაც გვერდში დაგიდგება ყველაფერში და ლელაც“, – აცხადებდა გუკა რჩეულიშვილის მამა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამერიკიდან თბილისში დაბრუნებულმა ნუცამ ახალი სიყვარული მალე იპოვა. მისი შეყვარებული მუსიკალური დიჯეი ბაჩო ჭალაძეა. წყვილის ურთიერთობა უკვე თითქმის სამ წელიწადს ითვლის და ისინი თავს ჰარმონიულად გრძნობენ.

უფრო მეტიც, ნუცა კუხიანიძემ ცოტა ხნის წინ მას ვაჟიც გაუჩინა. როგორც ჩანს, წყენამ და გულისტკივილმაც გაუარა. ის ყოფილ ქმართან და ლელა კილაძესთანაც მეგობრობს.

ყველა ახალი ამბავი
0