„რუსთავი 2“ „შაბათის შუადღის“ წამყვანებმაც დატოვეს

© Sputnik / Alex Shlamovტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი გადაცემის „შაბათის შუადღის“ წამყვანებმა ტელეკომპანია დატოვეს, ნათქვამია ნესტან ნენე კვინიკაძის, ქეთი დევდარიანის, ლაშა ბუღაძისა და დათო ტურაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Нанука Жоржолиани - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-დან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი გაბუნია გაუშვეს

მათი თქმით, დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, „ლიტერატურული შაბათის“ წამყვანები შეუძლებლად მიიჩნევენ – დარჩნენ ტელევიზიაში.

„ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა. თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება", – აღნიშნავენ გადაცემის წამყვანები.

21 აგვისტოს ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობა - Sputnik საქართველო
საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყდა – „კურიერის“ წამყვანები მაყურებელს დაემშვიდობნენ

20 აგვისტოს „რუსთავის 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანები გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე, ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" დასახელდა.

20 აგვისტოს პირდაპირ ეთერში პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0