Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმის მსახიობები ქორწინდებიან – ხელის თხოვნის ვიდეო

© Photo: And Then We Danced / FBბაჩი ვალიშვილი და ნინუცა გაბისონია
ბაჩი ვალიშვილი და ნინუცა გაბისონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი შესაძლოა შვედეთმა ოსკარზე გაგზავნოს. შვედეთის კინოინსტიტუტის საბოლოო არჩევანი 28 აგვისტოს გახდება ცნობილი.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ წარმატებული ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მსახიობები ბაჩი ვალიშვილი და ნინუცა გაბისონია შეყვარებულები არიან. ფილმში ბაჩი მთავარ როლს ასრულებს, ნინუცას კი ეპიზოდური როლი აქვს.

ფილმი 25 სექტემბერს ნორვეგიაში ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალს (BIFF) გახსნის, მანამდე კი მისი პრემიერა სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, მსახიობებიც ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან ქალაქში დადიან და ფილმის ჩვენებებს ესწრებიან.

საბერძნეთში ყოფნის დროს ბაჩიმ იახტაზე, რომანტიკულ სიტუაციაში ნინუცას ხელი სთხოვა. ვიდეო Instagram-ზე მოგვიანებით გამოაქვეყნა ნინუცამ და მხიარული დასათაურება „And she said "აბა რაა" Forever your mermaid“ მიაწერა.

მხატვრული ფილმის პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა და Director’s Fortnight სექციაში 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი შვედეთში მცხოვრები ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

ფილმი შესაძლოა შვედეთმა ოსკარზე გაგზავნოს. შვედეთის კინოინსტიტუტის საბოლოო არჩევანი 28 აგვისტოს გახდება ცნობილი. ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალი ნორვეგიაში 2000 წლიდან იმართება და ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენად ითვლება.

ყველა ახალი ამბავი
0